მოწმის დაკითხვის ახალი წესის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა
მოწმის დაკითხვის ახალი წესის განხილვა საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განიხილა. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ წარადგინა. საპარლამენტო უმცირესობა ინიციატივას მხარს არ უჭერს. განხილვა საკანონდმებლო ორგანოში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა.
"თქვენი ერთ-ერთი ბრალდება იყო ის, რომ ჩვენ ქართველობას ვაკარგვინებდით ადამიანებს, როცა ვეუბნებოდით უნდა ეთანამშრომლათ ხელისუფლებასთან და გამოძიებასთან. თქვენც აპირებთ ქართველობა დააკარგვინოთ ჩვენ ხალხს?"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ოპოზიციონერ დეპუტატს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ უპასუხა.
"ვაუქმებთ იმ პრინციპს, რომ გამომძიებელმა და პროკურორმა მოწმე კაბინეტში დაიბარონ. გამოსავალი, რომელიღაც სიტუაციაში როცა არ თანამშრომლობს არავინ ყოველთვის უნდა იყოს,"- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
ბარამიძის გამოსვლის შემდეგ აკაკი ბობოხიძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.
"ჩემთვის კი არ ვითხოვდი პასუხს, თქვენი უმრავლესობისთვის გთხოვდით, რომლებიც სახელმწიფო აზროვნებასა და ძველბიჭური აზროვნობის შორის, ძველბიჭური აზროვნების სასარგებლოდ ავლებდა ხაზს,"- გაანაცხადა აკაკი ბობოხიძემ.