Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

"რუსთავი 2-ის" მხარდამჭერების შესახებ მომზადებული რეზოლუციის განხილვას დეპუტატებს შორის ჩხუბი მოჰყვა

0

პარლამენტში ბოლო და ყველაზე მასშტაბური ჩხუბის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. დღეს კი მმართველი გუნდის და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა კვლავ იჩხუბეს. ამჯერად ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. 

სიტყვიერი შეურაცხყოფა დეპუტატებს შორის, ნაციონალური მოძრაობის რეზოლუციის განხილვას მოჰყვა, რომლის მიღებასაც ოპოზიცია რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებისათვის ითხოვდა.

სხდომაზე დაწყებული დაპირიპირება დარბაზის გარეთ გაგრძელდა. საკანონმდებლო ორგანოში წესრიგის დაცვისთვის მანდატურების ჩართვა გახდა საჭირო.

უმრავლესობა - უმცირესობის დაპირისპირება სხდომათა დარბაზში უმცირესობის განცხადებების შემდეგ დაიწყო. უმცირესობამ 2 ოქტომბერს რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს "მთავრობის სინდისის პატიმრებს" უწოდებს. ნაციონალური მოძრაობა რეზოლუციის პროექტში პარლამენტისგან პოზიციის დაფიქსირებასა და დაკავებულებისათვის არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.

მმართველმა კოალიციამ უმცირესობა დაკავებულების საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადნაშაულა. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ოპოზიციას წარსული კიდევ ერთხელ გაახსენეს. 

ნაციონალური მოძრაობის არგუმენტების მიუხედავად, უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტი დაიწუნა. სწორედ ამიტომ ოპოზიციამ პროექტზე კენჭისყრის გადადება მოითხოვა. რეზოლუციაზე მსჯელობა სავარაუდოდ პარლამენტში მომავალ კვირას რიგგარეშე სესიაზე გაგრძელდება. 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Елену Рыбакину «лишили» четвертьфинала топового турнира






ГТРК «Вятка» представляет военно-исторический проект «Победители»

Выстроились в очереди. Россияне «атакуют» обменники из-за дешевого доллара

Путин прокомментировал освобождение Труфанова из плена в Газе

Ему 31, ей 18: что связывает фигуристку Камилу Валиеву и хоккеиста Никиту Нестерова