ელისო კილაძის განცხადებით პოლიტპატიმრების სიებთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებში ბესელია და კობახიძე მონაწილეობდნენ
ე.წ. პატიმრების საქმეზე ელისო კილაძე ხმამაღლა საუბრობს. პოლიტმაპტიმრების სიებთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებში ჟურნალისტი მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას ადანაშაულებს.
ქრონიკა პლუსის რედაქტორი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ეს გვარები დაასახელა საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პროკურატურაში მიცემულ ჩვენებაში.
არც ბესელია და არც კობახიძე ჟურნალისტის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დღეს ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
იმ შემთხვევაში თუ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მტკიცებულებებს არ წარადგენს, ბესელია მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც არ გამორიცხავს.
არ არის გამორიცხული ალეკო ელისაშვილს მანამდე მოუწიოს დუმილის დარღვევა, ვიდრე პროკურატურა ამ საქმეს გამოძიებს.
ავტორი: ეკა გაგუა