დედოფლისწყაროში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაცხრილეს
შენობაში, სადაც ნაციონალური მოძარობის ოფისი და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროა განთავსებული ცეცხლასასროლი იარაღით თავდასხმა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა.
დედოფლისწყაროში ოპოზიციის რაიონული ორგანიზაციის შენობას 20-ზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი. სროლის შედეგად შენობის კედლები და ავეჯი დაზიანდა. შემთხვევის დროს ოფისში არავინ იმყოფეობდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალიტები მუშაობდნენ. ცნობილია, რომ ადგილობრივების ნაწილი პოლიციამ დაკითხა.
რა მოხდა გუშინ ღამე დედოფლისწყაროში, ამის შესახებ საუბარი ჟურნალისტებთან ადგილობრივებს არ სურთ. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სროლის ხმა არ გაუგიათ.
პარტიის ოფისზე ცეცხლასროლი იარაღით თავდასხმაზე ნაციონალური მოძრაობა პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ოპოზიციამ მომხდარის სწრაფი გამოძიება ბიუროს სხდომაზეც მოითხოვა.
თავდასხმის გამო რეაგირებას შესაბამის უწყებებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც სთხოვს.
შინაგან საქმეთა სამინიტროს მომხდართან დაკავშირებით ამ დროსითვის არავინ დაუკავებია.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.