საზოგადოება აღარ დაუშვებს ფულიანი ქისების ხელისუფლებაში მოსვლას - შალვა ნათელაშვილი
![](http://rustavi2.com/news_photos/35505_cover_b.jpg)
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, 2015 წლის დადებით ტენდენციად მოსახლეობისთვის ბიძინა ივანიშვილის პიროვნების გაცნობას ასახელებს. მისი თქმით, მოსახლეობამ უკვე იცის, რომ ქვეყანა არ უნდა ანდოს „ფულიან ქისას“.
ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„2015 წელს ჭეშმარიტება, რომელიც გაიშიფრა, ეს არის დამპირებელი, ცრუ, მატყუარა ივანიშვილი, რომელმაც არც ერთი დაპირება არ შეასრულა. არ შეიძლება, პოლიტიკაში ენდო მილიარდერს, ოლიგარქს და ქვეყნის ბედი, შვილების მომავალი ბანკირთა, მილიონერთა კლუბს ჩააბარო, რომელიც სახელწმიფოს საკუთარ მომსახურე აპარატად გადააქცევს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მან ყოფილი პრემიერიც გააკრიტიკა და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებზეც ისაუბრა, რომელთა შორისაც, საყდრისის თემასთან ერთად, კარფურის ბიზნესიც შედის.
ლეიბორისტთა ლიდერი ბანკირების ხელისუფლებაში ყოფნასაც მწვავედ აკრიტიკებს, მათ შორის ახალი პრემიერის, გორგი კვირიკაშვილის, პრემიერად დანიშვნასაც.
„დღეს საქართველოში დამყარებულია საბანკო დიქტატურა, საბანკო გენოციდი ხორციელდება. ჩვენმა საზოგადოებამ აღარ უნდა დაუშვას, რომ ფულიანი ქისები მოდიოდნენ ხელისუფლებაში,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.