Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის პირველი სხდომა 5 საათს გაგრძელდა

0

ახალმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს მთავრობის პირველი სხდომა გამართა, რომელიც 5 საათს გაგრძელდა და 33 საკითხი განიხილეს.

მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრები საკუთარი გეგმებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ჯერ პრემიერს კონკრეტული გადაწყვეტილება სამთავრობო ცვლილებებზე არ მიუღია.

განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე, ჟურნალისტებთან საკუთარი კანდიდატურის მოსალოდნელ ცვლილებაზე ამბობს, რომ მის მოსაზრებას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი.

ცვლილება არ შეეხება საგარეო საქმეთა ახალ მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ის ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ საგარეო კურსი არ შეიცვლება და ევროინტეგრაციის პარალელურად მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობებზე მუშაობა მაქსიმალურად გააქტიურდება.

გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, კი ახალ წელს თოვლით ულოცავს საქართველოს მოსახლეობას.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса