Добавить новость
ru24.net
Все новости
Декабрь
2015

პრემიერი საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს

0

მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პირველი მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილი ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

"უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ ძალიან ინტენსიურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან, მათ შორის, მინდა ბიზნესომბუდსმენს, ბატონ გიორგი გახარიას ვთხოვო საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება გააკეთოს - ეს არ იყოს მხოლოდ მსხვილი ბიზნესი, მოვძებნოთ ახალი სახეები. ბევრი საინტერესო ახალი მეწარმეა, ბიზნესია და მინდა, მათ წარმომადგენლებსაც აუცილებლად შევხვდეთ. ასევე მინდა, უახლოეს დღეებში გავუკეთოთ ორგანიზება არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას. მინდა მოვისმინო მათი წინადადებები, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური და გამჭვირვალე,"- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მთავრობის სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრება მიხეილ ჯანელიძე, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.

მინისტრები დღეს 38 საკითხს განიხილავენ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса