"პრეზიდენტი განუხრელად ცდილობდა მმართველი გუნდის უფროსი გამხდარიყო,"- ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილმა ალეკო ელისაშვილის სკანდალურ განცხადებაზეც ისაუბრა. ყოფილი პრემიერის თქმით, ეს პროცესი ნაციონალური მოძრაობისა და გიორგი მარგველაშვილის მიერ არის მართული.
„ეს ხელწერაც ცნობილია, ნაციონალურ მოძრაობას და მათგან მართულ მედიას რუსთავი 2-ის თამადობით შეეძლო. ეს ყველაფერი პრეზიდენტის ხელით კეთდება, რომელიც განუხრელად ცდილობდა მმართველი გუნდის უფროსი გამხდარიყო, რომელმაც ის მოიყვანა, მისი რიტორიკა ნაციონალური მოძრობის რიტორიკას დაემსგავსა,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაზეც ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, მთავრობის გადასაწყვეტია, პრეზიდენტი რომელ რეზიდენციაში შევა.
„კვირიკაშვილსაც შევახსენებ და გუნდის სხვა წევრებსაც, ვინც ცდილობენ, რომ ეს გააპრავონ, არ გამოუვათ, თუმცა მათი პოზიცია მესმის და ვითვალისწინებ. მედალს აქვს მეორე მხარე, ის რომ ათეულობით მილიონ ლარს ეს კაცი თავისი ხასიათის დაუოკებლობის გამო ხარჯავს, საზოგადოების დიდ ნაწილს, მათ შორის მეც, საკრიტიკოდ და სათვალთვალოდ გვექნება,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი