Добавить новость
ru24.net
Все новости
Июнь
2016

პროკურატურის გამოძიება და ფარცხალაძის პირველი კომენტარი

0

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. კურიერთან სატელეფონო საუბარში ყოფილი პროკურორი ამბობს, რომ მას საგამოძიებო ორგანოდან არავინ დაკავშირებია.

რუსთავი 2-ის კითხვაზე - აპირებს თუ არა დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობას, ფარცხალაძემ გვიპასუხა, რომ გვეხემძღვანელა იმ განცხადებებით, რომელიც მან კვირას, გადაცემა პოსტ სკრიპტუმისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. 

ყოფილი მთავარი პროკურორი კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ აღარ აპირებს საჯარო განცხადებების გაკეთებას. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

ყოფილი პრემიერმინისტრი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. 




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса