სალომე ზურაბიშვილი: ახლა რუსეთთან მეგობრობის დრო არაა
ვიდრე რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა, არ მგონია, ჩვენ შეგვეძლოს პირდაპირ თანამშრომლობაზე გადასვლა, განაცხადა საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC -ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში. ზურაბიშვილის თქმით, ის არ აპირებს წონასწორობას ევროპასა და რუსეთს შორის, ეს ყალბი ცნობაა, რომელიც გაუვრცელეს, რომ ბალანსს ესწრაფვის.
“იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ოკუპაციის ხაზზე, სადაც ხალხს იტაცებენ და ეს ხაზი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში გადმოდის, იმის გათვალისწინებით თუ როგორ იქცევა რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში, არ მგონია, რომ ყველაფერი ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირახლა თანამშრომლობაზე გადავიდეთ”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს პროევროპული პოზიცია უკავია და იმ შემთხვევაში, თუ დასავლელი პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სახით რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ, საქართველო გვერდზე არ დარჩება. BBC-ის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს მართლაც ნატოში შესვლა ახლო მომავალში, ხომ არ ფიქრობს, რომ ნატოს საქართველოს იყენებს რუსეთის გასაღიზიანებლად, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ ფიქრობს, რომ ალიანსი საქართველოს იყენებს და ფიქრობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, სხვა შემთხვევაში მე ახლა საქართველოს პრეზიდენტი არ ვიქნებოდი, თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თვლის, რომ ჩვენს ეპოქაში დრო ძალიან სწრაფად მიდის. მიხეილ სააკავშილის თაობაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მეეჭვება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მივცე, “პირველ რიგში საჭიროა იმ სისხლის სამართლის საქმეებში გარკვევა, რომელიც მის წინააღმდეგაა აღძრული და ეს მოქალაქეობის საკითხი არაა, არამედმართლმსაჯულების აღსრულების საკითხია უპირველეს ყოვლისა”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.