Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Декабрь
2024

Новости за 27.12.2024

ზურა ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება სამი წლით ჩამოართვეს და 2500 ლარით დააჯარიმეს

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ პოლიტიკური პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2500 ლარით დააჯარიმა და სამი წლით ჩამოართვა იარაღის ტარების უფლება. ინფორმაციას თავად ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს ფეისბუკზე.

გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაშალა - ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაშალა ქვეყნის პარლამენტი - ბუნდესტაგი - და საკანონმდებლო ორგანოს ახალი, ვადამდელი არჩევნების დღედ, როგორც მოსალოდნელი იყო, განსაზღვრა 23 თებერვალი. შტაინმაიერმა თქვა, რომ ახალი არჩევნები ქვეყნის კეთილდღეობისთვის სწორი გზაა. მან პარტიებს წინასაარჩევნო ბრძოლისას ურთიერთპატივისცემისკენ, სამართლიანი და პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული კამპანიისკენ მოუწოდა. სიძულვილს და ძალადობას მასში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, თქვა მან. პრეზიდენტმა ამომრჩევლებს მოუწოდა... Читать дальше...

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ კორეის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დოკ სუს იმპიჩმენტს. მისთვის უნდობლობის გამოცხადებას ხმა მისცა 182-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ჰანის მიმართ უნდობლობის ვოტუმისთვის კენჭისყრის მიზეზი იყო მისი უარი, დაენიშნა დამატებითი მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში. ჰანის გადაყენება არის დროებითი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების პირველი შემთხვევა სამხრეთ კორეის ისტორიაში. ჰანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მას მერე... Читать дальше...

ჩიტი კი არა, რაკეტა - რამ ჩამოაგდო აზერბაიჯანული თვითმფრინავი?

Radiotavisupleba.ge 

უფრო და უფრო მძაფრდება ეჭვი, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი, რომლის ჩამოვარდნასაც 38 ადამიანი ემსხვერპლა, რუსულმა რაკეტამ შეიწირა.

მაროკოს სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 69 მიგრანტი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

მალის მთავრობამ გაავრცელა ცნობა, რომ ამ ქვეყნის 25 მოქალაქე იყო იმ 69 ემიგრანტს შორის, რომლებიც ნავის ჩაძირვის შედეგად დაიღუპნენ მაროკოს სანაპიროსთან. 11 ადამიანი გადაარჩინეს 19 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის დროს, რომლის შესახებ ცნობა 27 დეკემბერს გავრცელდა. ნავი დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა. ატლანტის ოკეანეზე ეს მარშრუტი განსაკუთრებით სახიფათოდ ითვლება. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია “მოძრავი საზღვრების” თანახმად, 2024 წელს თითქმის ხუთი ათასი ადამიანი დაიღუპა... Читать дальше...

პოლიტიკური შეხედულების ღიად დაფიქსირების გამო მერია ხელშეკრულებას მიწყვეტს - ნინო კიკნაძე

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ნინო კიკნაძე აცხადებს, რომ მერია მასთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს, რასაც იგი თავის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. „არც ფიზიკური, არც ემოციური და არც პროფესიული უნარები დამიკლია რომელიმე პროექტისთვის, ახლა კი ვიგებ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფისქსირების გამო, 2025 წლის იანვრიდან ჩემი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება“, - წერს იგი. ნინო კიკნაძემ 27 დეკემბერს დაწერა, რომ დღეს აცნობეს... Читать дальше...

აზერბაიჯანმა „კოვიდ კარანტინი“ აპრილამდე გააგრძელა - სახმელეთო საზღვარი, მათ შორის საქართველოსთან, კვლავ ჩაკეტილია

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის მთავრობამ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა „სპეციალური საკარანტინო რეჟიმი“, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, 2020 წლის 24 მარტიდან აქვს დაწესებული. შეზღუდვის ფარგლებში, ჩაკეტილი რჩება საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარიც. აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, კარანტინის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ხელი 27 დეკემბერს მოაწერა. შეზღუდვა ძალაში იქნება, სულ მცირე, 2025 წლის 1 აგვისტოს დილის 6 საათამდე. Читать дальше...

წალენჯიხაში უნებართვო და არასასურველი კონცერტის ორგანიზებას აპროტესტებენ

Radiotavisupleba.ge 

წალენჯიხის მერიამ უკანონო ქმედებად გამოაცხადა საახალწლო კონცერტის ჩასატარებლად მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი და ამ სამუშაოებისთვის გზის გადაკეტვა. წალენჯიხა საქართველოს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მერიის ხელმძღვანელი თანამდებობები ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიკავეს. არჩეული მერი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია ხარჩილავა 2024 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. წალენჯიხის მერიაში დღეს, 27 დეკემბერს განაცხადეს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰქონდათ შეთანხმება... Читать дальше...



საბა სხვიტარიძე 2500 ლარით დააჯარიმეს - ის პატიმრობაშია და 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

Radiotavisupleba.ge 

საპროტესტო დემონსტრაციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძე 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული მუხლით სამართალდამრღვევად ცნო და 2500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ტყუილია, რომ ვიღაც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა - კალაძე შშმ პირთა საბჭოს მდივნის გათავისუფლებაზე

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე მერიიდან პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორ დღეში, 29 დეკემბერს, იგი 55 წლის გახდებოდა. ინფორმაციას ფეისბუკზე ავრცელებს ედპ-ის წევრი, ბაჩუკი ქარდავას მეგობარი კატო შინდაგორიძე. ბაჩუკი ქარდავა 1989 წლიდან იყო ედპ-ის წევრი, 2003 წლიდან კი - პარტიის თავმჯდომარე. 2020-24 წლების მოწვევის პარლამენტში ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით ირიცხებოდა. ბოლო პერიოდში მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ამის მიუხედავად... Читать дальше...

ოპოზიციაში დაპირისპირება მოჰყვა პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე თანხმობას

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება მოჰყვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობას, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას ხუთი ოპოზიციური გაერთიანება მიიღებს, - „ახლის“ გარდა, არცერთს არ უთქვამს უარი საბიუჯეტო დაფინანსებაზე. ცესკომ 26 დეკემბერს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, - 26 ნოემბრიდან, - სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა ჯამში შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. Читать дальше...

კობახიძის თქმით, კონგრესმენი უილსონი „გაააქტიურეს“, რათა „ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების აღქმა“ შეიქმნას

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კრიტიკულ განცხადებებს და ამბობს: „არ მივაქცევდი ყურადღებას“.

რუსეთმა დროებით დახურა რამდენიმე აეროპორტი

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 27 დეკემბერს, დილით რუსეთში მუშაობა შეაჩერა რამდენიმე აეროპორტმა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, „როსავიაციამ“, გადაწყვეტილება ზოგადი მიზეზით, „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფით“ ახსნა. როგორც წესი, რუსეთი აეროპორტების მუშაობას აჩერებს უკრაინის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის ან შეტევის საფრთხის დროს. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, დილიდან თვითმფრინავების მიღება და გამგზავრება დროებით შეწყვიტეს ვოლგოგრადის, ასტრახანის, სოჭისა და ყაზანის აეროპორტებმა. Читать дальше...

"დილის საუბრები განათლებაზე": 29 დეკემბერს და შემდეგ... - ვინ/რა ქმნის პოლიტიკურ პროცესს?

Radiotavisupleba.ge 

27 დეკემბერს ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შინაარსზე, მთავარ აქტორებსა და პერსპექტივაზე. სტუმარი: ხათუნა ლაგაზიძე, მოძრაობა "აირჩიე ევროპას" დამფუძნებელი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გოტა ჭანტურია, „განათლების პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორი.

სამხრეთ კორეის დაზვერვა ადასტურებს უკრაინელების მიერ ჩრდილოკორეელი სამხედროს დატყვევებას

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა დღეს, 27 დეკემბერს, დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს ჩრდილოეთ კორეის არმიის ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს. ამის შესახებ სააგენტოები AFP და Yonhap-ი წერენ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, ჩანს უკრაინელი სამხედროების მიერ დატყვევებული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი. სამხრეთ კორეის დაზვერვამ ფაქტი დაადასტურა... Читать дальше...

ისრაელში საჰაერო განგაში იყო იემენიდან სარაკეტო შეტევის გამო

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში 27 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ საჰაერო განგაში გამოცხადდა იემენიდან სარაკეტო შეტევის გამო. ისრაელის მედია თავდაცვის არმიის სარდლობაზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის მიღმა მოიგერიეს, განგაშის გამოცხადება კი აუცილებელი იყო მოგერიებული რაკეტის ნამსხვრევებისგან თავის დასაცავად. სარაკეტო შეტევის გამო დროებით დაკეტილი იყო თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტი. გამოცემა The Times of Israel-ი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მსუბუქად დაშავდა 18 ადამიანი... Читать дальше...

პუტინი: სლოვაკეთი მზადაა, უკრაინაზე მოსალაპარაკებლად პლატფორმა შემოგვთავაზოს

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთი მზად არის, შემოგვთავაზოს პლატფორმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის, განუცხადა 26 დეკემბერს ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლენინგრადის რეგიონში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. პუტინმა ისაუბრა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურ რობერტ ფიცოსთან მოსკოვში გამართულ ბოლო მოლაპარაკებაზე. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფიცომ „უპირველეს ყოვლისა და უმთავრესად ისაუბრა უკრაინის მიმართულებით მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“. პუტინის თქმით... Читать дальше...

პუტინი ამბობს, რომ აღარ არის დრო უკრაინის გაზის ტრანზიტის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოსაწერად

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 26 დეკემბერს განაცხადა, რომ წელს აღარ დარჩა დრო უკრაინული გაზის ტრანზიტის ახალი ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად და მტკიცედ დაადანაშაულა უკრაინა იმ შეთანხმების გახანგრძლივაზე უარის თქმაში, რომლის საშუალებითაც მიეწოდება გაზი სლოვაკეთს, ჩეხეთს და ავსტრიას. Reuters-ს მოჰყავს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები: "მათ განაცხადეს, რომ არ განაახლებენ კონტრაქტს", - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ კიევი ამ ნაბიჯით ევროპას სჯის. გაზის ტრანზიტის შესახებ მიმდინარე ხუთწლიან ხელშეკრულებას რუსეთსა და უკრაინას შორის... Читать дальше...

ფინეთმა დააკავა რუსეთის, სავარაუდოდ, "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერი

Radiotavisupleba.ge 

ფინეთმა დააკავა ნავთობის ტანკერი Eagle S-ი მას შემდეგ, რაც 25 დეკემბერს ბალტიის ზღვაში მოხდა შეფერხება ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი ელექტროსადენის, Estlink 2-ის, მუშაობაში. ფინეთის სასაზღვრო სამსახურებმა გემი პორკკალას სანაპირომდე მიაცილეს, იტყობინება Yle. გემის დაკავების შესახებ ინფორმაცია ასევე დაადასტურეს Financial Times-ის წყაროებმა. გაზეთის მონაცემებით, კუკის კუნძულების დროშით მცურავ ტანკერს ნავთობი რუსეთიდან ეგვიპტეში გადაჰქონდა. გემს უკავშირებენ რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს, რომელიც... Читать дальше...

ისრაელის არმია იემენსა და დედაქალაქ სანაზე თავდასხმის შესახებ იტყობინება. დაბომბვას შეესწრო WHO-ის დირექტორი

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის არმიამ გამოაცხადა იემენის სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქ სანის საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო თავდასხმების შესახებ. ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები მიმართულია "ჰუთების ტერორისტული რეჟიმის" ობიექტებზე როგორც იემენის დასავლეთ სანაპიროზე, ისე ქვეყნის შიგნით. ამ ცნობის თანახმად, ისრაელის ავიაციამ დაარტყა სანის აეროპორტის ინფრასტრუქტურას, რომელსაც, სავარაუდოდ, ჰუთები სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ. ამას გარდა, თავს დაეხნენ ორ ელექტროსადგურს... Читать дальше...

ზუგდიდის ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო „ახლის“ წევრები პარტიას ტოვებენ

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერის შემდეგ, ფრაქცია „ახლის“ წევრებმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტის თხოვნით მიმართეს. განცხადებას, რომელსაც პარტია ავრცელებს, ფრაქციის 10 წევრი აწერს ხელს.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Андреева вышла в четвертьфинал WTA 500 в Брисбене, обыграв Носкову






45 волонтеров из Москвы отправились очищать черноморское побережье Анапы

Следственный комитет Латвии возбудил дело по факту смерти Яниса Тиммы

Армия России накрыла скапливающиеся в приграничье для наступления силы десанта ВСУ, уничтожив множество боевиков и техники (ВИДЕО)

В Мурманской области ожидаются морозы до –37 градусов