Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Декабрь
2024

Новости за 31.12.2024

რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

Radiotavisupleba.ge 

დღეს დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მიიტანეს მასირებული სარაკეტო შეტევა, რასაც ღამის განმავლობაში წინ უძღოდა დრონებით იერიში. სარაკეტო თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან გამოცხადდა და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. სუმის ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად შოსტკის რაიონში დაზიანებულია 12 მრავალბინიანი სახლი, 2  საგანმანათლებლო დაწესებულება და სხვა შენობები. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით... Читать дальше...

უკრაინის ცნობით, რაკეტით აღჭურვილი ე.წ. საზღვაო დრონიდან პირველად ჩამოაგდეს რუსული მი-8

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელმა სპეცრაზმელებმა შავ ზღვაში რაკეტით გაანადგურეს რუსული ვერტმფრენი მი-8. ამის შესახებ დღეს დილით განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ. მისი ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს, სამხედრო დაზვერვის სპეცდანაყოფ Group 13-ის მებრძოლებმა რაკეტით(Р-73) აღჭურვილი საზღვაო დრონიდან Magura V5 პირველად გაანადგურეს საჰაერო სამიზნე. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, შავ ზღვაში ბრძოლისას, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტარხანკუტის კონცხის რაიონში რაკეტით გაანადგურეს რუსული ვერტმფრენი მი-8. Читать дальше...

ახალი წლის ღამეს თბილისში მეტროსა და ავტობუსის სამუშაო საათები არ შეიცვლება

Radiotavisupleba.ge 

მასალა განახლდა* ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, დედაქალაქში უცვლელი დარჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი. მეტრო 00:00 საათზე დაასრულებს მუშაობას; არ შეიცვლება ავტობუსების სამუშაო განრიგიც. როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, წელს, შარშანდლისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო დროის გახანგრძლივება გათვალისწინებული არაა, ვინაიდან გალაკონცერტი არაა დაგეგმილი. მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს 6 იანვრის ღამეს... Читать дальше...

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო კიბერშეტევაში ადანაშაულებს ჩინეთის სპონსორობით მოქმედ ჰაკერებს

Radiotavisupleba.ge 

ჰაკერების ჯგუფმა, რომლის სპონსორიც ჩინეთის მთავრობაა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინის(ფინანსთა სამინისტროს) კომპიუტერულ სისტემაში შეაღწია. ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის „ამერიკის ხმა“ და სააგენტოები Reuters-ი და AFP იუწყებიან ფინანსთა სამინისტროში ინფორმირებულ წყაროებზე დაურდნობით. შეტყობინება ჰაკერების ჯგუფის, Advanced Persistent Threat-ის(APT) მიერ განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 8 დეკემბერს მიიღო. ჰაკერებმა ხაზინის კიბერუსაფრთხოების... Читать дальше...

"დილის საუბრები ეკონომიკაზე": რა სჭირდება ეკონომიკას და როგორ ხვდება საქართველო 2025-ს?

Radiotavisupleba.ge 

31 დეკემბერს ვისაუბრეთ ფაქტორებზე, რომლებიც რეალურად განსაზღვრავს ეკონომიკურ სტაბილურობასა და მისი განვითარების პერსპექტივას. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი.

სეულის სასამართლომ გასცა ხელისუფლებას ჩამოშორებული პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი

Radiotavisupleba.ge 

სეულის საოლქო სასამართლომ სამხრეთ კორეის პარლამენტის მიერ ხელისუფლებას ჩამოშორებული პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი. იუნ სოკ იოლი ამ ბრალდებებს უარყოფს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში იუნ სოკ იოლი დაკითხვაზე სამჯერ არ გამოცხადდა, რის გამოც გამომძიებლებმა სასამართლოს მიმართეს დაპატიმრების ორდერისთვის. ადვოკატები ამ შუამდგომლობას უკანონოდ მიიჩნევენ და აცხადებენ... Читать дальше...

ანექსირებული სევასტოპოლიდან უპილოტო აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებიან

Radiotavisupleba.ge 

31 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ, რამდენჯერმე მოხდა აფეთქება რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლსა და შავი ზღვის აკვატორიაში. მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევი ირწმუნება, რომ აფეთქებები გამოიწვია რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების და უეკიპაჟო კატერების „მოგერიებამ". რაზვოჟაევი ტელეგრამ-არხით იუწყება, რომ „ყველა სამსახური საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანეს“. აფეთქებებს ადასტურებენ სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები. Читать дальше...

რუსეთის სმოლენსკის ოლქში დრონებით შეტევა იყო ნავთობის ბაზაზე

Radiotavisupleba.ge 

31 დეკემბერს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოსთან. პირველი ცნობები, რომ ამ რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაა, ტელეგრამ-არხების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს. დილის 7 საათისთვის ეს ცნობა დაადასტურა სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა. გუბერნატორის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, იარცევოს რაიონში რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „მოგერიებული" ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებმა... Читать дальше...

გერმანიაში რუსეთისა და გერმანიის სამ მოქალაქეს ჯაშუშობასა და დივერსიის მომზადებაში წაუყენეს ბრალი

Radiotavisupleba.ge 

გფრ-ს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთისა და გერმანიის სამ მოქალაქეს ჯაშუშობასა და დივერსიის მომზადებაში წაუყენა ბრალი. გამომძიებლების თქმით, დიტერ ს. 2014 წლის დეკემბრიდან მონაწილეობდა ბრძოლებში აღმოსავლეთ უკრაინაში ეგრეთ წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მხარეს, სადაც შეხვდა მამაკაცს, რომელიც იქ იბრძოდა და მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ სპეცსამსახურში. 2023 წლის ოქტომბრიდან დიტერ ს. მას უცვლიდა ინფორმაციას გერმანიაში შესაძლო დივერსიების შესახებ. ეს ქმედებები, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა უკრაინისადმი... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Джокович обойдёт Медведева в рейтинге ATP после выхода в полуфинал Australian Open






Андрей Фролов откликнется на «Зов русалки»

«Сдуваемся»: шесть простых и приятных процедур, помогающих от отеков

Инвестор сможет открыть частный детский сад по льготной программе в районе Люблино

В Калужской области пассажира поезда избили и ограбили