უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ნიკოლაევს რაკეტებით ყირიმიდან დაარტყა
ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი და 16 დაიჭრა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტი, სახლები, რესტორანი და სავაჭრო პავილიონები.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა კურსკის ოლქიდან ორი მართვადი საავიაციო რაკეტით შეუტიეს სუმის და ჩერნიგოვის ოლქებსაც. რუსეთის ტერიტორიიდან იყო თავდასხმა 17 უპილოტო საფრენი აპარატითაც.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსული რაკეტების მოგერიება ვერ შეძლო.
საჰაერო ძალების თანახმად, 12 დრონი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, კიევის, ოდესის, პოლტავის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის და ჩერკასის ოლქებში, კიდევ ოთხი კი „ლოკალურად დაიკარგა“.