Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Декабрь
2024

პოლიტიკური შეხედულების ღიად დაფიქსირების გამო მერია ხელშეკრულებას მიწყვეტს - ნინო კიკნაძე

0

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ნინო კიკნაძე აცხადებს, რომ მერია მასთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს, რასაც იგი თავის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.

„არც ფიზიკური, არც ემოციური და არც პროფესიული უნარები დამიკლია რომელიმე პროექტისთვის, ახლა კი ვიგებ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფისქსირების გამო, 2025 წლის იანვრიდან ჩემი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება“, - წერს იგი.

ნინო კიკნაძემ 27 დეკემბერს დაწერა, რომ დღეს აცნობეს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან მერია მასთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს.

„ყველა საქმე, რაც კი მრავალი წლის განმავლობაში, ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის მიკეთებია, ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოებას ემსახურებოდა“, - აღნიშნავს კიკნაძე და ჩამოთვლის იმ პროექტებს, რომლებსაც კურირებდა.

„2019 წელს თბილისმა „იუნესკოსგან“ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიიღო, 2021 წელს კი, მედიახელოვნების მიმართულებით „იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრიც გახდა - ორივე ეს პროექტი მუნიციპალურ დონეზე იმართებოდა, რადგან „იუნესკოსთან“ ხელშეკრულებას ხელს სწორედ ქალაქის მერი აწერს, შესაბამისად, პასუხიმგებლობასაც ის იღებს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება... ორივე პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერიასთან ვთანამშრომლობდი, ჩემი შრომითა და ინიციატივით მოიპოვა თბილისმა“, - წერს ის ფეისბუკზე.

„ახლა, როცა 500-მდე ადამიანი დააკავეს, დემონსტრანტები ნაწამები არიან და 44 მოქალაქე სისხლის სამართლის მუხლით, უკანონო პატიმრობაში რჩება, რთულია სამსახურეობრივ დასჯაზე წერა, თუმცა ესეც რეპრესიების შემადგენელი ნაწილია და ის ხელისუფლების ანგარიშსწორების მასშტაბს მხოლოდ აფართოებს“, - აღნიშნულია მის პოსტში.

25 დეკემბერს თბილისის მერიამ სამსახურიდან გაათავისუფლა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ასევე პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.

„ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა კალაძემ 27 დეკემბერს.

კალაძემ ასევე თქვა, რომ მერიის არაერთი დასაქმებული „აქციებზეც დადიოდა, პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს აკეთებდა“, თუმცა არ გაუთავისუფლებიათ: „ჩვენ თუ ისეთი მიდგომები გვქონდა, რომ პოლიტიკურად განსხვავებულ აზრს ვდევნიდით, მაშინ ამ ადამიანებსაც გავუშვებდით სამსახურიდან, მაგრამ არ გვქონია ეგ დამოკიდებულება“.

თბილისის მერმა ასევე განაცხადა: „თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: ის, რაც გააკეთა საჯარო სამსახურების ზოგიერთმა თანამშრომელმა, იყო ძალიან მძიმე“.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Кудерметова проиграла Соболенко в финале турнира WTA в Брисбене






Хазин объяснил, во что ни в коем случае нельзя вкладывать деньги

«Раскол психики»: что такое гистрионное расстройство личности

Два задержанных из-за закрытия аэропорта самолета приземлились в Ижевске

Детские выплаты с января: эксперт Проданова рассказала о сумме 69 000 рублей