სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდა
ერთობის ჯაჭვი პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეებმა და მხარდამჭერებმა დაგეგმეს, ქართული ოცნების გადაწყვეტილებიდან - შეწყვიტოს ევროპასთან დაახლოების პროცესი - ერთი თვის თავზე. „ერთობის ჯაჭვს" ორი მოთხოვნა აქვს დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები.
ცოცხალი ჯაჭვი თბილისის გარდა, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქშია დაგეგმილი. დედაქალაქში ადამიანები ცოცხალ ჯაჭვში მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე ტერიტორიაზე მანძილზე ჩაებმებიან. ჯაჭვს სხვადასხვა ლოკაციაზე უერთდებიან პოლიტიკოსებიც.
ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ქუჩაში გამოსული ათასობით დემონსტრანტი აპროტესტებს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეაჩერონ ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე, მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს, დემონსტრანტებზე ძალადობაში მონაწილე პოლიციელების დასჯას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას.