Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Декабрь
2024

ილიას უნივერსიტეტზე სააპელაციო საბჭომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ გაიზიარა

0
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭომ არ გაიზიარა ამავე ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ილიას უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაცია დათქმით, ერთი წლის შემდეგ კვლავ შემოწმების პირობით მიეცა. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი - ინფორმაციას უნივერსიტეტის კანცლერი, ქეთი დარახველიძე ავრცელებს. თავად საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ოქმი 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს. 


ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა სადავოდ მიიჩნია იმის ფონზე, რომ ექსპერტთა საბჭო 7 კრიტერიუმიდან შვიდივეს სტანდარტთან შესაბამისად მიიჩნევდა, რაც იმის წინაპირობა უნდა ყოფილიყო, რომ რამდენიმეთვიანი შემოწმების შემდეგ 6 წლიან ავტორიზაციას უპირობოდ მიიღებდა. 


ილიას უნივერსიტეტს და აკადემიურ სფეროს უსამართლობის შეგრძნება იმან გაუჩინა, რომ ავტორიზაციის საბჭომ ექსპერტთა საბჭოსგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და, სავარაუდოდ, მინიმუმ ორი სტანდარტო მოთხოვნებთან ნაწილობრივად შეუსაბამოდ მიიჩნია. საბჭომ ისე გადაწყვიტა უნივერსიტეტის ხელახლა შემოწმება, რომ არ განუმარტავს, კონკრეტულად რის შემოწმება ჩათვალა აუცილებლად. 




ილიას უნივერსიტეტის შესახებ სადავო გადაწყვეტილებას განათლების ექსპერტები საშიშ პრეცედენტად მიიჩნევდნენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ქართული სისტემის რეპუტაციისთვისაც. 


2024 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ  საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავდა ხარისხის მართვის ორი ევროპული ორგანიზაციის, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას. 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Русские теннисистки Андреева и Шнайдер выходят в финал WTA в Брисбене






«Февраль и март будут сумасшедшими». Синоптики сказали, к чему готовиться

Двое пострадавших в ДТП в Карелии госпитализированы в Петрозаводск

Власти ФРГ хотят подать в суд на депутата, заявившего о встрече Шольца с Путиным

Даешь класс! Подборка интересных активностей в новогодней столице