Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Декабрь
2024

ყუბანში მაზუთით დაბინძურებულია სანაპირო ზოლის უკვე 63 კილომეტრი

0

რუსეთში, ყუბანის შავი ზღვის სანაპირო ხაზის მაზუთით დაბინძურების არეალი უკვე 63 კილომეტრს შეადგენს - იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო 31 დეკემბერს. არეალი დაბინძურდა ქერჩის სრუტეში ტანკერების ჩაძირვის შედეგად.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ სანაპიროდან აღებულია 70 ათასამდე ტონა დაბინძურებული ქვიშა და გრუნტი.

15 დეკემბერს ათასობით ტონა დაბალი ხარისხის საწვავით დატვირთული ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“ და „ვოლგონეფტ 239“ ჩაიძირა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან. დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი, სხვების ევაკუაცია მოხერხდა. ტანკერების ჩაძირვის ძირითად ვერსიებს შორის განიხილება ეკიპაჟის შეცდომა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.

25 დეკემბერს ყუბანის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, მომდევნო დღეს სამთავრობო კომისიამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობა ფედერალურ დონეზე გამოცხადებულიყო. ტანკერების ჩაძირვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

იუწყებოდნენ ასევე, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოსცა ბრძანება, საქმე აღიძრას ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად ზომების მიუღებლობის გამო. მოხალისეებმა, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, მიმართეს თხოვნით, ვითარებაში ჩაერთოს და დამატებითი ძალები მიავლინოს სანაპიროს დასუფთავებისთვის და ფრინველებისა და ზღვის ძუძუმწოვრების გადარჩენისთვის. მათ მიმართვაში ნათქვამია, რომ სპეციალური ტექნიკის ნაცვლად მაზუთს იღებს ნიჩბებით შეიარაღებული ხალხი, რომელიც მომწამვლელ ჰაერს სუნთქავს, ხოლო ტომრებში შეგროვილი ნავთობპროდუქტების დროული გატანა არ ხდება და ის კვლავ ქვიშაში ბრუნდება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Павлюченкова

Павлюченкова проиграла Вондроушовой на старте турнира в Аделаиде






Гребец Ляпунов после избиения в центре Москвы выписался из больницы

Новая пешеходная зона и спорткластер открыты на юго-востоке Москвы

Гребец Кирилл Ляпунов восстанавливается после инцидента в Москве

Сына Леры Кудрявцевой перед Новым годом увезли на скорой