Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Декабрь
2024

FT: 2025 წელს შესაძლებელია უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევა

0
ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი 2025 წლისთვის აქვეყნებს თავის პროგნოზებს, რომლებიც მოიცავს მსოფლიოს საკვანძო მოვლენებსა და ტენდენციებს.


ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროებს აშშ-ის მხრიდან მნიშვნელოვან ზეწოლას, მათ შორის სანქციების გაზრდას. ავტორები აღიარებენ, რომ კიევი შესაძლოა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს.


ეკონომიკის სფეროში პროგნოზის თანახმად, თეთრ სახლში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბრუნებამ შეიძლება გამოიწვიოს სავაჭრო ომის ესკალაცია, კერძოდ, ჩინურ იმპორტზე ახალი ტარიფების შემოღებით. ტრამპი, სავარაუდოდ, 10%-იან ან უფრო მაღალ ტარიფებს დააწესებს იმპორტის მნიშვნელოვან ნაწილზე, განსაკუთრებით ჩინეთიდან, მაგრამ ასევე შესაძლოა მექსიკიდან და კანადიდან, ნათქვამია გამოცემაში.


ამავე დროს მოსალოდნელია კრიპტოვალუტების მნიშვნელოვანი ზრდა: ბიტკოინმა შეიძლება 200 ათას დოლარს მიაღწიოს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ კრიპტოაქტივების მხარდაჭერის წყალობით.


ტექნოლოგიას რაც შეეხება, ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში გამოჩნდებიან აგენტები, რომლებიც შეძლებენ მომხმარებლებისთვის რუტინული ამოცანების ავტომატიზაციას.


საავტომობილო მრეწველობაში, მიუხედავად ახალი მოდელების გამოშვებისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ელექტრომობილები გადააჭარბებენ გლობალური გაყიდვების 25%-ს. ამის მიზეზად ასახელებენ ინტერესის შემცირებას ჩინეთის ფარგლებს გარეთ.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина выходит в третий круг WTA-500 в Брисбене после трёхчасовой борьбы






МГТУ и МО РФ хотят заключить мировое соглашение по иску ведомства к вузу

«Собрал всех звездных соперников»: шахматист Мурзин о победе на ЧМ

США обеспокоены возможностью применения Россией ядерного оружия

Россия поддержала инициативу ВОЗ по эвакуации больных из Газы