Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

რუსეთის ჯარი პოკროვსკის ალყაში მოქცევას და ლოგისტიკის გარეშე დატოვებას ცდილობს - დაჯგუფება "ხორტიცა"

0
რუსეთის ჯარები ცდილობენ გვერდიდან მოუარონ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს, რათა გადაუჭრან ლოგისტიკური კვანძები და ამით ქალაქი ოპერატიულ ალყაში მოაქციონ. ამის შესახებ უკრაინის არმიის ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ხორტიცას" სპიკერმა, ვიქტორ ტრეგუბოვმა 2 იანვარს, ნაციონალური ტელემარათონის ეთერში განაცხადა.


ტრეგუბოვმა დასძინა, რომ რუსეთის არმია უკვე ჩიხშია მოქცეული და დიდი დანაკარგები განიცადა ქალაქის ბრძოლების დროს ჩასივ იარსა და კურახოვოში და, შესაბამისად, თავს არიდებს ფრონტალურ თავდასხმებს პოკროვსკში.


უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, პოკროვსკის მიმართულებით ყველაზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. ინიციატივის მოსაპოვებლად და წინააღმდეგობის გასატეხად, რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები 38-ჯერ შეუტიეს. ამასთან რაოდენობით აღმატებული რუსეთის არმია იყენებს ჩვეულ ტაქტიკას - უპილოტო ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით მცირე-მცირე ჯგუფების შეტევას.


რუსეთის არმიამ პოკროვსკისკენ იერიშები დეკემბრის ბოლოს წამოიწყო, მაგრამ, უკრაინის სარდლობის ცნობით, რუსი სამხედრო ჯერჯერობით ქალაქის განაპირამდეც ვერ ახერხებენ პოზიციების გამაგრებას. 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Де Минаур пробился в четвертый раунд Открытого чемпионата Австралии






Звук, который дает преимущество: новая игровая гарнитура Bloody G565

На заседании регионального Правительства вновь подняли тему о Корпорации развития Курской области

Отец арестованного по делу об убийстве Кириллова не поверил в виновность сына

Куценко грозит штраф за брошенный «Запорожец», в котором нашли труп