Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტოყაევმა საპარლამენტო მოწყობის ნაკლოვანების მაგალითად საქართველო დაასახელა

0

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ინტერვიუში განაცხადა, რომ საპარლამენტო პოლიტიკურ წყობას პოსტსაბჭოთა სამყაროში თავისი საუკეთესო სახე არ გამოუვლენია და მაგალითად საქართველო დაასახელა.

3 იანვარს სახელმწიფო გაზეთ „ანა ტილიში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში კორესპონდენტი პრეზიდენტ ტოყაევს ეკითხება, რამდენად მართალია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „მზადდება ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ყაზახეთის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას“, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა:

„დამეთანხმებით, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საპარლამენტო სისტემამ ჯერ კიდევ ვერ აჩვენა თავისი საუკეთესო მხარეები. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადად აძლიერებს ამ დასკვნის მართებულობას“.

„საპარლამენტო სისტემას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება. მას ღრმა ფესვები აქვს გადგმული არაერთ ევროპულ და აზიურ ქვეყანაში. მაგრამ, ზოგადად, არ არსებობს ძალაუფლების უნივერსალური ფორმულა. პოლიტიკური სისტემის არჩევისას, ქვეყნები გამოდიან ისტორიული კონტექსტიდან, ეროვნული მენტალიტეტიდან და პოლიტიკური პრაქტიკიდან. ჩემი თანამშრომლები ყურადღებით სწავლობენ მსოფლიო პრაქტიკას“, - განაცხადა მან.

ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საპრეზიდენტო სისტემა ახლაც და მომავალშიც ოპტიმალურია ყაზახეთისათვის.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Русские девушки взяли реванш за финал Олимпиады-2024. Холодная месть Андреевой и Шнайдер в жаркой Австралии






Лавров и глава МИД Армении намерены обсудить в Москве ситуацию на Южном Кавказе

Всемирно известный хирург провел уникальную операцию в Нижнем Новгороде

«112»: В «Запорожце» актера Гоши Куценко нашли тело женщины со множественными ранениями

Заявление Координационного совета Российско-Армянских организаций в связи с судилищем над руководством Республики Арцах (Нагорного Карабаха)