Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

შოლცს მასკის მხრიდან პირად შეურაცხყოფაზე მეტად აღელვებს მილიარდერის მიერ AfD-ს მხარდაჭერა

0
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ის „აუღელვებლად“ ხვდება ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კრიტიკას. ამავე დროს მან შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მასკი მხარს უჭერს რადიკალურ მემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და ამგვარად ერევა მოახლოებულ საყოველთაო არჩევნებში.


მასკმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხურვალე მხარდამჭერია, კანცლერს „სულელი“ უწოდა მას შემდეგ, რაც ნოემბერში დაიშალა შოლცის კოალიცია. მოგვიანებით კი მილიარდერმა გერმანიის პრესაში გამოქვეყნებულ სტატიაში მხარდაჭერა გამოუხატა AfD-ს.


ოლაფ შოლცმა, რომელიც გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, შაბათს გერმანიის ყოველკვირეულ ჟურნალ Stern-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მასკის მხრიდან სოციალ-დემოკრატიული იდეების კრიტიკაში არაფერია უჩვეულო და რომ ის „აუღელვებლად“ ხვდება ამ კრიტიკას.


„ასეთ შეურაცხყოფაზე ბევრად უფრო საგანგაშო მგონია ის, რომ მასკი მხარს უჭერს ისეთ პარტიას, როგორიცაა AfD, რომელიც ნაწილობრივ მემარჯვენე-ექსტრემისტებისგან შედგება და რომელიც ქადაგებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას და სურს დაასუსტოს ტრანსატლანტიკური ურთიერთობები“.


გერმანიის საშინაო დაზვერვა თვალყურს ადევნებს AfD-ს, რომელიც მემარჯვენე-ექსტრემიზმშია ეჭვმიტანილი. პარტია უკვე აღიარებულია ასეთად გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მხარეში.


23 თებერვალს გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. შოლცის კოალიციური მთავრობა გასული წლის ბოლოს დაიშალა ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის აუცილებელი გზების შესახებ დაპირისპირების გამო.


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ, AfD-ს წარმატებების მიუხედავად, მის ლიდერს, ალის ვაიდელს, არა აქვს კანცლერობის რეალური შანსი, ვინაიდან ყველა დანარჩენი პარტია გამორიცხავს AfD-სთან თანამშრომლობას.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Окленд (ATP). 2-й круг. Табило поборется с Басаваредди, Монфис – со Штруффом, Шелтон – с Меньшиком






Чернышенко: 2024 год стал рекордным по числу туристических поездок по России

Леус: таяние снега в Москве продолжится до пятницы включительно

Историк Михаил Поликарпов объяснил, в каком случае России не придётся проводить новую мобилизацию в 2025 году

Россияне и иностранцы совершили в 2024 году рекордное число турпоездок по России