გაერო: ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიაში დაბრუნდა 115 ათასზე მეტი მოქალაქე
UNHCR-ის შეფასებით, დაახლოებით 664000 ადამიანი რჩება ადგილნაცვალ პირად მთელს სირიაში, ძირითადად იდლიბისა და ალეპოს პროვინციებში. მათგან 75%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ.
ამავე დროს 486 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი დაბრუნდა სამშობლოში, ძირითადად ჰამისა და ალეპოს პროვინციებში.
„დაუცველობის ჯერ კიდევ არსებული კლიმატი, მათ შორის შეიარაღებული შეტაკებები, მზარდი დამნაშავეობა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალები, კვლავაც უქმნის პრობლემებს მშვიდობიან მოსახლეობას და შესაძლოა გავლენა იქონიოს ქვეყნის გარეთ მცხოვრები სირიელების პოტენციურ გადაწყვეტილებაზე, დაბრუნდნენ სახლში“, განაცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ.