ხუთი ბავშვი ემსხვერპლა ხანძარს ოკუპირებულ გალში
ჩვენი ინფორმაციით, ჭოლარიების ოჯახში, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს იმ ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.
„ბავშვების დედ-მამა ზუგდიდში იყვნენ წასულები. ბავშვები ბებიასთან დატოვეს. ძლიერი აფეთქება იყო. ბებია მეზობლებთან დახმარების სათხოვნელად გავარდა, მაგრამ მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად გაჩნდა. მთელი სოფელი გლოვობს“, - გვიყვება გალის რაიონის მცხოვრები რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.
რადიო თავისუფლებას ინფორმაციას უდასტურებს ოკუპირებული სოფლის მოსაზღვრე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის რწმუნებულიც.
"მეც გავიგე ეს სამწუხარო ინფორმაცია. საშინელი ამბავია. ხუთი ბავშვია დაღუპული“, - უთხრა კახა გოგოხიამ რადიო თავისუფლებას.
აფხაზური ტელეგრამარხი "აიაშარა" ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ შემთხვევიდ ადგილზე გაემგზავრა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია.