Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ავსტრიის კანცლერმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება

0
ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი უახლოეს დღეებში დატოვებს როგორც კანცლერის თანამდებობას, ისე პარტიის ლიდერის პოსტს. 


„უახლოეს დღეებში მე გადავდგები, როგორც კანცლერი და „სახალხო პარტიის“ ლიდერი და უზრუნველვყოფ მოწესრიგებულ გარდამავალ პერიოდს“,  - წერს ავსტრიის კანცლერის სოციალურ ქსელ X-ზე.




მისი ეს განცხადება ავსტრიაში კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებების ჩაშლას, კერძოდ, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ გარეშე კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების ჩავარდნას მოჰყვა.


სექტემბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვება ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა, ლიბერალური პარტია Neos-ი, „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ სამპარტიული მმართველი კოალიციის ფორმირებას ცდილობდნენ.


„ჩვენ ყველაფერი ვცადეთ ამ დროისთვის. საკვანძო საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელია“, - აღნიშნა კარლ ნეჰამერმა, რომელიც კონსერვატიული „სახალხო პარტიის“ ლიდერია.


მოლაპარაკებები ჯერ ლიბერალურმა პარტიამ Neos-მა დატოვა.  „სახალხო პარტიამ“ და „სოციალ-დემოკრატებმა“ მოლაპარაკებები გააგრძელეს, თუმცა უშედეგოდ.


ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში, შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნები გამოცხადდეს.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Арина Соболенко снялась для Harper's Bazaar и раскрыла тайны личной жизни






РЕН ТВ: в Москве произошло ограбление квартиры певицы Паршуты

«Зима в Москве»: какие мероприятия пройдут в столице в Рождество

Ресурсный Клондайк: как Арктика поменяет мир в 2025 году

Овчинский: идут работы по монтажу фасада дома по реновации в Южном Бутове