Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

უილსონი აცხადებს, რომ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“კონგრესში წარსადგენად მზადაა

0

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად.

"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად! ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. აშშ არ აღიარებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მომხრე, პროირანულ ივანიშვილის რეჟიმს!" - წერს უილსონი X-ზე და აქვეყნებს შესაბამისი დოკუმენტსაც.

წინა დღით, 4 იანვარს, უილსონმა X-ზე დაწერა, რომ კონგრესმენ სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვეზისთან ერთად ხელახლა წარადგინა MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესში.

„მეგობარი აქტი“, რომლის განახლებული ვერსიაც ხელახლა დარეგისტრირდა შეერთებული შტატების განახლებულ წარმომადგენელთა პალატაში, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისთვისაც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას.

კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და მათრახს“ - ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში, ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო კურსის შენარჩუნების შემთხვევაში - კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს.

ოჯახის წევრებს სანქციები შეეხებათ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების შესახებ შემოწმებისას - რასაც ამ კანონპროექტით კონგრესი ავალდებულებს აღმასრულებელ ხელისუფლებას - დადასტურდება, რომ ისინი მონაწილეობდნენ კორუფციასა თუ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში.

„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად 2024 წლის 20 მაისს - საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე - დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. მსგავსი შინაარსის აქტი - „ქართველი ხალხის აქტი“ - შეიტანეს კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Павлюченкова

Павлюченкова проиграла Вондроушовой на старте турнира в Аделаиде






Россия остаётся в Сирии, точка!

Путин попросил патриарха освятить нательные крестики для командующих в зоне СВО

Шторм «Флориан», разогнавший ветер во Франции, скоро настигнет Россию

Пособие по безработице в России вырастет