Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ნათია მერებაშვილი: ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს

0
საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ  ნათია მერებაშვილმა, რომლის თანამდებობიდან წასვლის ამბავი 5 იანვარს ტვ „პირველმა“ გაავრცელა,  რადიო თვისუფლებას განუცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება - დაეტოვებინა პოსტი, დიდი ხნის ნაფიქრია და საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება.


„არ ვიმყოფები საქართველოში. ამ საკითხზე ვფიქრობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დეკემბერში დავტოვე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ  სხვადასხვა განმარტებისგან“ - მოგვწერა ნათია მერებაშვილმა.


დღის განმავლობაში ტვ "პირველის" და შემდგომ სხვა მედიების ეთერით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნათია მერებაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად „რეჟიმის ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკა“ დაასახელა და თანამშრომლებთან დამშვიდობებისას თქვა, რომ „ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა“.


გენერალური პროკურორის პოსტიდან წასვლის ამბავი ნათია მერებაშვილის პასუხამდე, რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს გენერალური პროკურატურის პრესცენტრშიც და გვითხრეს, რომ მერებაშვილი თანამშრომლებს ახალ წლამდე დაემშვიდობა.


„რაც შეეხება იმ მიზეზს, რაც მედიით ვრცელდება, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას პროკურატურაში.


ნათია მერებაშვილი ბოლო 18 წელია მუშაობს უწყებაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ის გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Хачанов и Рублев пробились в финал турнира ATP в Гонконге в парном разряде






Столичные росгвардейцы провели новогоднее представление в рамках акции «Дед Мороз специального назначения»

«Рождественская гонка» на лыжах состоялась под Рыбинском

Более 1,5 млн верующих посетили рождественские службы в Москве

В Узбекистане спасли застрявшего в стиральной машине 2-летнего ребенка