Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

რუსეთის ტანკერების ავარიის შედეგად დაღვრილმა მაზუთმა ყირიმის ახალ კურორტებს მიაღწია

0
„ვოლგონეფტის“ კლასის ტანკერებიდან შავ ზღვაში ჩადენილი საწვავის ლაქებმა მიაღწია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ახალ საკურორტო ზონებს. 4 იანვრის სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ ნავთობის აპკი გავრცელდა ფეოდოსიის, ალუშტისა და სუდაკის სანაპიროებზე, ასევე ფეოდოსიის პორტისა და ქერჩის სამხრეთით მდებარე ტაკილის კონცხის რაიონებში, იუწყება ტელეგრამის არხი „კრიმსკი ვეტერი“.


დაბინძურება მოიცავს ზღვის დიდ მონაკვეთს სოფელ პარტენიტიდან სუდაკამდე. ნავთობის ლაქები ასევე დაფიქსირდა სევასტოპოლის პლაჟებსა და ანაპის ცენტრალურ პლაჟზე.


თავის მხრივ, ყუბანის ოპერატიული შტაბი წერს, რომ ნავთობპროდუქტების ფრაგმენტები აღმოაჩინეს ზღვის ფსკერზე ანაპის პლაჟის მახლობლად.


ჯემეტეს პლაჟის მახლობლად, ნაპირიდან 250 მეტრის დაშორებით, წყლის სიღრმეში, წყალქვეშა დრონის გამოყენებით ასევე აღმოაჩინეს ნავთობპროდუქტების მცირე ფრაგმენტები.


M100 მარკის მაზუთის დაღვრა, რომელიც ზამთარში ფსკერზე ილექება, ზაფხულში ახალ საფრთხეს წარმოშობს, როდესაც წყლის ტემპერატურა 25 გრადუსამდე იმატებს და დაბინძურება ზედაპირზე ამოვა, რაც საფრთხეს შეუქმნის ზღვის ფლორასა და ფაუნას.


ბალაკლავის უბეში ნავთობპროდუქტებით დასვრილი ფრინველები შენიშნეს. საქართველოში, ურეკის სანაპიროზე, მაზუთით დასვრილი შავყელა მურტალა (Podiceps nigricollis) აღმოაჩინეს.


სამეცნიერო და გარემოსდაცვითი ცენტრი „დელფა“ იტყობინება დელფინების მასობრივი დაღუპვის შესახებ. ცენტრის ინფორმაციით, ავარიის შემდგომ პერიოდში მოკვდა 61 ვეშაპისებრი, საიდანაც 32 ერთეული სავარაუდოდ მაზუთის დაღვრის მსხვერპლი გახდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ შავი ზღვის ღორები, ვეშაპისებრთა ყველაზე დაუცველი სახეობა. ცხოველების უმეტესობა ინციდენტიდან პირველი 10 დღის განმავლობაში მოკვდა, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ უახლოეს თვეებში შესაძლოა გაიზარდოს დაღუპულ ცხოველთა რიცხვი.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Российские теннисистки в парной категории выиграли турнир WTA-500 в Австралии






Горожанам рассказали о мероприятиях в столице в Рождество

Петербург привлекает разработчиков видеоигр

Во дворе администрации Выборгского района Петербурга похулиганили подростки

В Москве ввели "оранжевый" уровень погодной опасности из-за ледяного дождя