Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025

Reuters: აშშ ამზადებს ახალ სანქციებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ

0

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უფლებამოსილების ამოწურვამდე, 20 იანვრამდე, გამოაცხადებს რუსეთის საწინააღმდეგო ახალ მასშტაბურ სანქციებს, რომლებიც შეეხება რუსული ნავთობის გადამტან ტანკერებს და იმ პირებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდიან დასავლეთის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ფასზე(ბარელი 60 დოლარი) უფრო ძვირად.

აშშ-ისგან მოსალოდნელი ახალი სანქციების შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დასავლეთის მიერ ემბარგოს დაწესების შემდეგ რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლით თავისი ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ძველ და ხშირად დაუზღვეველ ტანკერებს, რომლებიც სხვა ქვეყნების დროშებით დაცურავენ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ათეულობით ასეთი გემის წინააღმდეგ სანქციები ადრეც დააწესეს.

2024 წლის დეკემბერში ევროკავშირმა ამ სიაში შეიტანა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 52 გემი. აკრძალულია ევროკავშირის პორტებში მათი შესვლა და ევროპული კომპანიებისგან მომსახურების მიღება.

2024 წლის დეკემბერში დიდმა ბრიტანეთმა სანქციები აამოქმედა რუსული ნავთობის გადამტანი კიდევ 20 გემის წინააღმდეგ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Даниил Медведев выпадет из топ-10 рейтинга ATP впервые с 2023 года






Суд разрешил сменить название Эстонской православной церкви Московского патриархата

Экс-главу Серпухова обвинили в получении взяток

Европа не намерена снимать санкции: для России они еще страшнее, чем американские, – СМИ

Московские мосты и мостики, часть 2