ტიბეტში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა
ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა ტინგრის რაიონში, ნეპალთან საზღვრის მახლობლად. დანგრეულია სახლები და სხვა შენობები.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,1 მაგნიტუდის იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუშიც.