საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს პატრიარქის, ილია მეორის 2025 წლის საშობაო ეპისტოლეს, რომელშიც შობის დღესასწაულის მნიშვნელობასთან ერთად, საუბარია ეგოცენტრიზმზე, რომელიც "დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს" და ასევე სიკვდილის შიშზე, როგორც "დაცემული ადამიანის თვისებაზე".