Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალიევმა სომხეთს „ფაშისტური სახელმწიფო“ უწოდა

0

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ სომხეთი რეგიონში ფაქტობრივად, საფრთხის წყაროა, მისი შეიარაღება ახალ დაძაბულობას გამოიწვევს, რაც აზერბაიჯანს არ სურს და მხოლოდ მშვიდობის მომხრეა. ამის შესახებ, როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტო AZERTAC და სხვა მედიასაშუალებები წერენ, ალიევმა 7 იანვარს განაცხადა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანახმად, სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებითად „ფაშისტური სახელმწიფოა“, რადგან მას თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდნენ „ფაშისტური იდეოლოგიის“ მიმდევრები და ქვეყანაც ასეთად ჩამოაყალიბეს. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ფაშისტური სახელმწიფოს მეზობელია და ეს საფრთხე არსად გამქრალა.

„ამიტომ, ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას გაანადგურებს ან სომხეთის ხელისუფლება, ან ჩვენ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ინტერვიუში ისიც თქვა, რომ საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც სომხეთს იარაღს აწვდიან, კონტრაქტები უნდა გააუქმონ, უკვე მიწოდებული იარაღი კი, უკან დააბრუნონ. სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ბრძოლისუნარიანი არმიის არსებობა ქვეყნის სუვერენული უფლებაა.

მას შემდეგ, რაც 2023 წლის სექტემბერში ჩატარებული „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შედეგად აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი თავის შემადგენლობაში დაიბრუნა, სომხეთში არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმას აპირებს.

ბაქო და ერევანი დიდი ხანია მოლაპარაკებას აწარმოებენ სამშვიდობო შეთანხმებაზე. აზერბაიჯანის მონაცემებით, შეთანხმების 17 პუნქტიდან ორი შეუთანხმებელი პუნქტი ეხება საერთაშორისო სარჩელებზე ორმხრივ უარსა და საზღვარზე მესამე ქვეყნების წარმომადგენლების განთავსების დაუშვებლობას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2024 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ აზერბაიჯანს თვეზე მეტი ხნის წინ გადასცეს შეთავაზება ორ შეუთანხმებელ საკითხზე, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ფაშინიანის თანახმად, ბაქოს სთავაზობენ, რომ მესამე ქვეყნის ძალების განლაგების დაუშვებლობის პუნქტი გავრცელდეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკირებულ მონაკვეთებზე.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, თუ აზერბაიჯანს არ აქვს სომხეთზე თავდასხმის განზრახვა, რეგიონში ესკალაციის ალბათობა ნულის ტოლია.

7 იანვარს აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ ერევანს სამშვიდობო შეთანხმება არ სჭირდება, ის არც ბაქოსთვისაა საჭირო.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Катерина Синякова

Шнайдер победила Синякову на старте теннисного турнира в Аделаиде, выиграв всухую решающий сет






На севере Москвы на 300 кв. м загорелась крыша здания на реконструкции

Baijiahao: поручение Путина сотрудничать с КНР в сфере ИИ разозлило Запад

Юный лыжник из Подольска победил на соревнованиях «НордСки Рождественская лыжня»

Доллар никогда не будет таким, как прежде: Набиуллина объявила о радикальном решении для россиян