Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24
25
26
27
28
29
30
31

ღაზის სექტორში აღმოაჩინეს 7 ოქტომბერს დატყვევებული მძევლის ცხედარი

0
ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზის სექტორში აღმოაჩინა გვამი, რომელიც ეკუთვნის რადიკალური დაჯგუფება ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმისას გატაცებულ მძევალს (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).


ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიამ. როგორც იტყობინებიან, იუსუფ ალ-ზიადნის ცხედარი იპოვეს ღაზის სამხრეთში, რაფასთან ახლოს მდებარე გვირაბში. ასევე, როგორც ცნობაშია ნათქვამი, ნაპოვნია მასალები, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აღძრავს იმის თაობაზე, ცოცხალია თუ არა დაღუპული მძევლის ვაჟი, ჰამზ ალ-ზიადნი.


ამასთან, ისრაელის ზოგიერთი მედიასაშუალება, ასევე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი, წერენ, რომ ნაპოვნია ჰამზ ალ-ზიადნის ცხედარიც. მაგრამ ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალურ განცხადებაში ამის შესახებ არ არის ლაპარაკი.


მთლიანობაში ჰამასმა 7 ოქტომბრის თავდასხმისას მძევლად აიყვანა ალ-ზიადნების ოჯახის ოთხი წევრი. მათ შორის ორი - იუსუფის ვაჟი და ქალიშვილი - ადრე გაათავისუფლეს. ოჯახი ბედუინების თემს ეკუთვნის.


ამჟამად ღაზაში დარჩენილ მძევალთა რაოდენობა - თუკი დადასტურდება ჰამზა ალ-ზიადნის სიკვდილი - 99-ს შეადგენს. მათგან რამდენია ცოცხალი, ზუსტად ცნობილი არ არის. კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით გრძელდება მოლაპარაკებები ცეცხლის შესაძლო შეწყვეტისა და მძევალთა გათავისუფლების შესახებ.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Стефанос Циципас

Стефанос Циципас философски прокомментировал поражение Бадосы от Соболенко на AO-2025






В России произошел сбой на сетях мобильных операторов

Получившая квартиру в Мытищах уроженка Таджикистана задержана. Обыск удивил

В Подмосковье задержали учителя по подозрению в домогательствах к ученице

РЕН ТВ: Жительница Подольска скончалась во время операции в частной клинике