Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

აშშ-ში, მექსიკის საზღვართან დააკავეს რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფილი წევრი

0

აშშ-ის სასაზღვრო სამსახურმა მექსიკის მხრიდან საზღვრის უკანონო გადალახვის მცდელობისას დააკავა რუსეთის გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფილი წევრი ტიმურ პრალიევი. აშშ-ის მედიის ცნობით, ინციდენტი მოხდა გასული წლის დეკემბრის შუა პერიოდში.

დაკავების შემდეგ პრალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის მოქალაქეა, თუმცა ყაზახეთის პასპორტთან ერთად მას თან ჰქონდა რუსეთის პასპორტიც. მესაზღვრეებმა დაკავებულს აღმოუჩინეს 4 ათასი დოლარი და 60 ათასი მექსიკური პესო.

დაკითხვისას პრალიევმა აღიარა, რომ იბრძოდა ჯგუფ "ვაგნერის" შემადგენლობაში. აშშ ამ გასამხედროებულ ჯგუფს მიიჩნევს აფრიკის ქვეყნებსა და უკრაინის ტერიტორიაზე მომხდარ ომის დანაშაულებთან, სიკვდილით დასჯის შემთხვევებსა და ძალადობის სხვა აქტებთან კავშირის მქონედ.

პრალიევს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. მან დანაშაული აღიარა.

მოსამართლემ პრალიევს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა იმ ვადით, რომელიც მან უკვე გაატარა გუშაგთა მეთვალყურეობის პირობებში, თუმცა დაკავებული ფედერალურ ციხეში რჩება, სანამ ხელისუფლება მის სამომავლო ბედს გადაწყვეტს.

გაურკვეველია მიზეზები და განზრახვები, რატომ ცდილობდა პრალიევი აშშ-ში შესვლას.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Мэдисон Киз

Киз получит 2,2 миллиона долларов за победу на Australian Open






Эстонская православная церковь МП второй раз попыталась изменить название

В Ростовской области состоялось прощание с дочерью донского писателя Михаила Шолохова

Тренер сборной России по биатлону Каминский отказался общаться со СМИ, обвинив их в необъективности

Вильфанд: температура воздуха в Москве будет на 8 градусов выше нормы