Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ევროკავშირმა შესაძლოა სანქციები დააწესოს რუსეთის გათხევადებული ბუნებრივი აირის წინააღმდეგ

0

უკრაინის მიმართ განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების მომდევნო პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირისა და ალუმინის იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგი" ევროპის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

რუსულ გათხევადებულ გაზზე უარის თქმა შეიძლება განხორციელდეს როგორც სანქციების საშუალებით, ასევე მისი შესყიდვების ეტაპობრივი შეზღუდვის „საგზაო რუკის“ ფარგლებში. რაც შეეხება რუსეთიდან მილსადენით მიმავალ გაზს, სანქციები არაპრაქტიკულია, რადგან საწვავზე ჯერ კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანაა დამოკიდებული და ზომები ბლოკის წევრების ერთსულოვან დამტკიცებას მოითხოვს.

რუსული გათხევადებული გაზის აკრძალვა, რომლის იმპორტმა ევროპაში გასულ წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, უფრო რეალისტურია, რადგან სამი ქვეყანა, რომლებიც ამ საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან – ესპანეთი, ბელგია და საფრანგეთი – არ დაბლოკავენ ასეთი გადაწყვეტილებას.

ევროკავშირი ასევე განიხილავს რუსული ალუმინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას. ცნობილია, რომ მისი იმპორტის შეზღუდვები ეტაპობრივი იქნება, ანუ დრო და ფარგლები ჯერ არ არის განსაზღვრული.

გარდა გათხევადებული გაზისა და ალუმინისა, ევროპის სანქციების რიგით მე-16 პაკეტი რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" იმ ათობით გემსაც შეეხება, რომლებსაც ნავთობი გადააქვთ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Российская теннисистка Калинская снялась с Открытого чемпионата Австралии






Овчинский: седьмой ЖК построен в Очаково-Матвеевском по реновации

Жажда славы. Психолог Никишина пояснила, почему подростки такие безбашенные

«Более причин для оговора Гафурова Ильшата не имею»: сенсационные обвинения ослепшего Еремы

Жилое и грядущее. Льготной «Семейной ипотеке» прописали новые правила