Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

პოკროვში იხურება კოლონია, სადაც ნავალნი სასჯელს იხდიდა

0

იხურება რუსეთის ვლადიმირ ოლქის ქალაქ პოკროვში მდებარე №2 გამოსასწორებელი კოლონია, სადაც ალექსეი ნავალნი იჯდა. სასჯელაღსრულების ფედერალური უწყებიდან გამოცემა "ჩესნოკს" განუცხადეს, რომ ლიკვიდაციის პროცესი უკვე დაიწყო და ერთ წელს გასტანს.

პატიმრებს სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაიყვანენ. ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, როგორ გამოიყენებენ კოლონიის ტერიტორიას და ქონებას.

Ik-2 პოკროვში არის ზოგადი რეჟიმის დაწესებულება, სადაც პირველად მსჯავრდადებულები იგზავნებოდნენ. 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივნისამდე იქ იხდიდა სასჯელს რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. ამ დაწესებულებაში იგი გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ რეალურით შეცვალა მისი პირობითი სასჯელი "ივ როშეს" სისხლის სამართლის საქმეზე. კოლონიაში ნავალნის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. პოლიტიკოსი შიმშილობდა, რათა გაეპროტესტებინა ის ფაქტი, რომ არ უწევდნენ საჭირო სამედიცინო დახმარებას და ამავე დროს მის ექიმს მისი ნახვის უფლებას არ აძლევდნენ. მან IK-2-ის ადმინისტრაციას უჩივლა კიდეც. ნავალნის თანახმად, კოლონიაში " ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი" იყო შექმნილი. მისივე თქმით, მსჯავრდადებულთა 20% ტუბერკულოზით იყო დაავადებული.

კრემლის კრიტიკოსი 2024 წლის თებერვალში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა არქტიკის ციხეში. მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ნავალნი მოკლეს, სავარაუდოდ, კრემლის ბრძანებით. ამ ვერსიას კრემლი გადაჭრით უარყოფს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Российская теннисистка Калинская снялась с Открытого чемпионата Австралии






Сотрудники полиции юго-запада Москвы призывают граждан сообщать о фактах коррупции

Февраль в Москве: возможны резкие колебания температуры

Милонов: представители США на параде Победы не нужны

"Привычное "Нас обманули"? Сатановский откровенно сказал об ошибках в Сирии - "на полусогнутых к Эрдогану" придёт Европа