Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ბულგარეთის ახალ მთავრობას მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "გერბის" წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

0

ხუთშაბათს ბულგარეთის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მინისტრთა ახალ კაბინეტს, რომელსაც მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "გერბის" ("მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის") წარმომადგენელი როსენ ჟელიაზკოვი უხელმძღვანელებს. ამით ქვეყანამ თავიდან აიცილა მორიგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც რიგით მერვე იქნებოდა ოთხ წელში.

რამდენიმე წლის განმავლობაში, ბულგარეთში ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო ხელისუფლებაში ცხრა თვეზე მეტი ხნის ვადით დარჩენა.

რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, ფართო კოალიციის შექმნის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ, ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყეს პარტიებმა, რომლებიც პარლამენტში არ ფლობენ უმრავლესობას. ესენი არიან "გერბი", ბულგარეთის სოციალისტური პარტია და პოპულისტური "არის ასეთი ხალხი". ახალი მთავრობა ასევე ეყრდნობა თურქული უმცირესობის ინტერესების გამომხატველი პარტია "დპს-ის" ნაწილის მხარდაჭერას.

ასეთი გაერთიანების შედეგად ბულგარეთის მთავრობამ 240-ადგილიან პარლამენტში 125 ხმა მიიღო.

თავისი მთავრობის პრიორიტეტებს შორის პრემიერ-მინისტრმა ჟელიაზკოვმა დაასახელა სახელმწიფოს საერთო კეთილდღეობის განმტკიცება, თავისუფლებისა და პლურალიზმის დაცვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე ევროზონაში შესვლა.

საპარლამენტო ოპოზიციაში დარჩნენ ნაციონალისტური და პრორუსული ძალები, ასევე პროევროპული პარტია "დემოკრატიული ბულგარეთი - ვაგრძელებთ ცვლილებებს", რომელიც აქტიურად ემხრობა უკრაინის მხარდაჭერას. პარტია მთავრობაში შესვლისთვის მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ მოხვდა კოალიციაში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Рублёв признался, что пережил депрессию после поражения на Уимблдоне-2024






Отец Яниса Тиммы заявил, что прах его сына до сих пор не похоронен

Милонов: представители США на параде Победы не нужны

Заслуженный адвокат Юрий Витальевич Гусаков: Путь к успеху и справедливости.

Студентка из Подмосковья заняла первое место на олимпиаде по философии