Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ახალი მთავრობის პირობებში ბევრ ბულგარელს წარსულში დაბრუნების ეშინია

0
ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კოალიციური მთავრობა და დაასრულა ხანგრძლივი პოლიტიკური არასტაბილურობის მონაკვეთი, რომლის დროსაც ქვეყანას უმეტესწილად დროებითი კაბინეტები მართავდნენ და ოთხ წელიწადში შვიდი არჩევნები ჩატარდა.


ქვეყნის წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ, მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია GERB-მა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა არასაკმარისი ხმები მიიღო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. ხანგრძლივი და დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ მან საბოლოოდ მოახერხა კოალიციის გაფორმება ყოფილ კომუნისტურ და პრორუსულ ბულგარულ სოციალისტურ პარტიასთან; პოპულისტურ პარტიასთან „არსებობს ასეთი ხალხი“, რომელიც თავდაპირველად GERB-ის საწინააღმდეგო მოძრაობად შეიქმნა და პარტიასთან „მოძრაობა უფლებათა და თავისუფლებებისთვის“, რომელიც ტრადიციულად ბულგარეთის ეთნიკურ თურქებს წარმოადგენდა.




ახალ კოალიციას უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი როსენ ჟელიაზკოვი, GERB-ის მაღალჩინოსანი, რომელსაც დიდი სამთავრობო გამოცდილება აქვს - მანამდე ის მინისტრადაც მსახურობდა და პარლამენტის სპიკერადაც.


კოალიციას აკრიტიკებენ ოპოზიციის ლიდერები და პოლიტიკური ანალიტიკოსები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ კორუფციასთან ბრძოლის ნებას და ქვეყნის პროდასავლური პოზიციის შენარჩუნებას.


ბორისოვის დაბრუნება


ბევრი ბულგარელისთვის პარტია GERB, რომელსაც ბოიკო ბორისოვი ხელმძღვანელობს, კორუფციის სინონიმია. ბორისოვი ბულგარეთის პოლიტიკის მთავარი ფიგურაა. ის სამჯერ იყო პრემიერ-მინისტრი 2009-დან 2021 წლამდე. ბორისოვს ადანაშაულებენ სისტემის შექმნაში, სადაც გავრცელებულია მექრთამეობა, მედია დათრგუნულია, ევროკავშირის სახსრები კი არასათანადოდ იხარჯება. ბორისოვი საბოლოოდ 2021 წელს გადადგა, მრავალთვიანი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების შედეგად. მას შემდეგ მისი პარტია არჩევნებში იმარჯვებდა, თუმცა კოალიციურ პარტნიორებს ვერ იკრებდა.


ბულგარეთში განსაკუთრებული შეშფოთების საგანია GERB-ის ურთიერთობა დელიან პეევსკისთან, ძლევამოსილ და გავლენიან მაგნატთან, რომელსაც ბრალს სდებენ კორუფციასა და გავლენით ვაჭრობაში. ის სანქცირებულია აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ.




ბევრი ბულგარელი პოლიტიკოსი პარტიას სთხოვდა პეევსკისგან დისტანცირებას, სანაცვლოდ კი კოალიციამ ამოიღო პოლიტიკური შეთანხმების ადრინდელი პროექტებიდან ისეთი ფორმულირებები, რომლებიც შეზღუდავდა მის გავლენას. ამ გადაწყვეტილებამ აიძულა რეფორმისტი „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას - დემოკრატიული ბულგარეთის“ ალიანსი, კოალიციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაეტოვებინა.


პრემიერ-მინისტრ ჟელიაზკოვს ამბიციური დღის წესრიგი აქვს, რომელიც მოიცავს ევროკავშირის მანდატით რეფორმების განხორციელებას, ევროზონაში გაწევრიანებასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას. თუმცა, ბევრი ბულგარელი მას არ ენდობა.


ეს ნაწილობრივ გამოწვეულია კოალიციის თანდაყოლილი წინააღმდეგობებით - განსაკუთრებით მისი მცდელობით, დააკავშიროს პროდასავლური და პრორუსული ინტერესები. კომპრომისისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის კვალი უკვე იჩენს თავს. ფრაზა „პროევროპული“ ამოღებულ იქნა კოალიციის გახსნის განცხადებაში და უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებული ვალდებულებები შემცირდა, რადგან კოალიციაში ჩართულია ისტორიულად პრორუსული ბულგარული სოციალისტური პარტია, რომელიც კიევის დახმარებას მხარს არ უჭერს.




ბოლო ოთხი წელი ქვეყანა პოლიტიკურად პარალიზებული იყო და რეფორმები არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, ევროკავშირის ფული თითქმის ამოიწურა. ამ გადამწყვეტი ფინანსური მილსადენის აღდგენა ადვილი არ იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ის მოითხოვს ევროკავშირის მანდატით დადგენილი რეფორმების გატარებას და ანტიკორუფციული ზომების მიღებას - რასაც კოალიციის სულ უფრო ევროსკეპტიკურად განწყობილი წევრი, „არსებობს ასეთი ხალხი“, ბლოკავს ხოლმე.


გააგრძელებს ბულგარეთი პროევროპულ გზას?


მიუხედავად ამისა, ბულგარეთის ახალი მთავრობა ალბათ არ შეცვლის ორიენტაციას ევროკავშირისა და დასავლეთისაკენ. ქვეყანა შენგენის უვიზო ზონის ახალი წევრია და მან პირობა დადო, რომ თავიდან აიცილებს თანამშრომლობას „ანტიევროპულ მხარეებთან“. 16 იანვარს გამოსვლისას ჟელიაზკოვმა განაცხადა, რომ ის უზრუნველყოფს ქვეყნის გეოპოლიტიკის უწყვეტობას და ევროზონა პრიორიტეტად დაასახელა.


ასევე არსებობს გარკვეული შემოწმებებისა და კონტროლის ერთგვარი მექანიზმებიც. 16 იანვარს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ნადეჟდა იორდანოვამ, „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას - დემოკრატიული ბულგარეთის“ წარმომადგენელმა თქვა, რომ ოპოზიციური საპარლამენტო ჯგუფი გააკონტროლებს, ადგას თუ არა მთავრობა პროევროპულ გზას.




„ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროსკენ მიმავალ გზას, ენერგოდამოუკიდებლობას, არმიის მოდერნიზაციას“, - განაცხადა იორდანოვამ. „[ჩვენ] ვიქნებით ოპოზიცია, ვიქნებით თანმიმდევრული, ვიმუშავებთ ინსტიტუტების მოდერნიზაციისა და გაძლიერებისთვის“. მაგრამ საკმარისი იქნება ეს?


ბოლო ოთხი წელი ბულგარეთში სტაგნაცია იყო. მთავრობის შექმნასთან ერთად ეს შეიძლება არც შეიცვალოს. ახლა ბევრ ბულგარელს იმის კი არ ეშინია, რომ ყველაფერი უცვლელი დარჩება, არამედ იმის, რომ ყველაფერი გაუარესდება და დაბრუნდება დრო, რომელსაც ისინი არაკეთილსინდისიერებისა და კორუფციის ეპოქად მიიჩნევდნენ ბორისოვის და GERB-ის მმართველობის დროს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Озвучен штраф Даниилу Медведеву за разбитую видеокамеру на Australian Open






Машина влетела в столб и загорелась в районе Андроньевского шоссе, двое погибли

Пезешкиан заявил, что Россия и Иран не нуждаются в Западе

Россия и Иран подписали соглашение о торговле в ...

«Русский мир только начинается»: стоит ли ждать конца света в ближайшее время