Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025

ისრაელმა გაათავისუფლა 90 პალესტინელი პატიმარი

0
ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დასრულების შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა საპატიმროდან პირველ ეტაპზე გაათავისუფლა 90 პალესტინელი პატიმარი. ამას წინ უძღოდა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ 3 მძევლის გათავისუფლება და ისრაელისთვის გადაცემა.

90 პალესტინელმა პატიმარმა 20 იანვარს „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ავტობუსებით დატოვა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე ოფერის ციხე.

გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, გათავისუფლებულთაგან 69 ქალია, დანარჩენი კი მოზარდი ბიჭები და სრულწლოვანი მამაკაცები, რომლებიც ხულიგნობის და სხვა შედარებით მსუბუქი დანაშაულისთვის იყვნენ დაპატიმრებული. გამოცემის ცნობითვე, 78 მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრებია, 12 კი - აღმოსავლეთ იერუსალიმის.

აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვრიდან ამოქმედდა. რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება ითვალისწინებს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.

პირველ ეტაპზე ჰამასმა უნდა გაათავისუფლოს 33 მძევალი, ხოლო ისრაელმა - 2000-მდე პატიმარი. ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მძევლობაში 90-მდე ადამიანი რჩება.


ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაღუპულია 46 900-ზე მეტი ადამიანი. ასეულობით ათასი დევნილად იქცა. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფაში აღმოჩნდა. გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში დანგრეული ან დაზიანებულია სახლების 92%.
2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის და ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები. ისინი ეჭვმიტანილი არიან ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Курникова

Названа причина, по которой Анна Курникова появилась на публике в инвалидном кресле






Боулы, вафли, френч-тосты и пашоты: 11 мест, где завтраки подают до вечера

Суд арестовал топ-менеджера «Роснано» по обвинению в злоупотреблении полномочиями

Таксист из Липецка покорил пассажиров своей маленькой собакой

Эксперты выяснили, что происходит с ценами на новостройки в Ульяновске