კორუფციის ბრალდებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი დააკავეს
დრუზი არის სამხედრო-სამედიცინო კომისიის უფროსის მოადგილე, რომელიც სამსახურისთვის სამხედრო პერსონალის ვარგისიანობას წყვეტს. ორ წელიწადში მან შეიძინა სახლი კიევის რეგიონში, ორი ბინა კიევში, ბინა ოდესაში, ოთხი BMW-ს მარკის მანქანა და სხვა ქონება, რაც არ აუსახავს დეკლარაციაში.
სავარაუდოდ, ფსიქიატრმა ქონება მეუღლეზე, შვილებსა და სხვა პირებზე გადააფორმა. ჩხრეკის დროს მის მფლობელობაში აღმოჩნდა 152 ათასი დოლარი და 34 ათასი ევრო. უკანონო გამდიდრებისა და ცრუ ინფორმაციის გამოცხადებისთვის მას შესაძლოა 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს.
წინა დღით უკრაინელმა სამართალდამცველებმა ოთხი მაღალი რანგის უკრაინელი ოფიცერი დააკავეს სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით.