Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23
24
25
26
27
28
29
30
31

ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

0

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი.

მანამდე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ცნობა, რომ ქართულ მხარეს გადასცა ე.წ. საზღვრის ორი დამრღვევი.

დე ფაქტო "კაგებეს" თანახმად, ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი 2024 წელს დააკავეს "სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით."

დე ფაქტო უწყების ცნობითვე, გამოძიება მიმდინარე წლის 21 იანვარს დასრულდა და გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ჯაფიაშვილმა და მამულიამ უნებურად დაარღვიეს გამყოფი ხაზი, ამიტომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.

დე ფაქტო "კაგებე" აღარ ახსენებს ჯაფიაშვილისა და მამულიასთვის წაყენებულ პირველად ბრალდებას, რაც ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, რუსეთის არმიიდან დეზერტირის მიმალვაში ხელშეწყობას გულისხმობდა.

დეკემბრის ბოლოს დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდნენ უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლ ვლადიმერ მამარდაშვილს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზთან ორი მოქალაქის დაკავებაზე ინფორმაცია 26 დეკემბერს გაავრცელა.

სუსში კომენტარს არ აკეთებდნენ დე ფაქტო "კაგებეს" ინფორმაციაზე, თითქოს ჯაფიაშვილი და მამულია რუსეთის არმიის დეზერტირს საქართველოში გადასვლაში ეხმარებოდნენ. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ დაკავებულთა გასათავისუფლებლად "ცხელი ხაზის" მეშვეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს ექვსი მოქალაქეა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Оскорбивший Джоковича австралийский журналист извинился перед ним






«Нефтехимик» дома забил два быстрых гола «Витязю»

Mash: Кандидату в депутаты грозит 10 лет за таран машины ДПС в Подмосковье

Смех сквозь клипы: «Юмор FM Чарт» открывает новый сезон на МУЗ-ТВ

В Щелкове после капитального ремонта откроется средняя школа № 21 к 1 сентября