რუსეთმა ნიკოლაევსა და სუმიზე მიიტანა იერიში, არიან დაჭრილები
სუმიში იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა ორსართულიან კერძო სახლში. მაშველებმა მოახერხეს მისი ჩაქრობა. დაზიანდა კიდევ 13 საცხოვრებელი სახლი.
სამ დაშავებულს მსუბუქი ტრავმები აქვს მიღებული. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მათ არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია.
ნიკოლაევში უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-131/136-ის ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ექვსი ხანძარი გაჩნდა სხვადასხვა ადგილას, ყველა ჩააქრეს. დაზიანდა ექვსსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ჩატარდა 200 ადამიანის ევაკუაცია, მაგრამ მოგვიანებით ისინი კვლავ დაბრუნდნენ საკუთარ ბინებში. გარდა ამისა, აფეთქების ტალღამ დააზიანა რამდენიმე კერძო სახლი, ფანჯრები რვა მრავალბინიან სახლში, საავადმყოფოსა და ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურებულია ავტომობილი. ასევე გაჩნდა რამდენიმე ხანძარი.
დაბომბვის შედეგად დაშავდა 74 წლის ქალი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში. დაიჭრა ასევე 59 წლის მამაკაცი, რომელსაც ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.