Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

ევროკავშირმა ბრიუსელში მიიწვია აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი

0

ევროკავშირის ახალმა საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა კაია კალასმა ბრიუსელში მიიწვია მარკო რუბიო, რომელიც ახლახან გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ამ პოსტზე ენტონი ბლინკენი შეცვალა.

რუბიო ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება, იტყობინება ბლოკის ოფიციალური პირი.

ევროკავშირი ესწრაფვის, მოაწესრიგოს თავისი კავშირები აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან. ბლოკის წევრი ქვეყნები ცდილობენ, თავიდან აიცილონ ტრამპის სავაჭრო ტარიფები და უკრაინის საკითხში თავიანთ მხარეს ჰყავდეთ, რადგან მან უკრაინასთან რუსეთის ომის დასრულების პირობა დადო.

„წერილში სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, შევთავაზე, მონაწილეობა მიიღოს ჩვენს შეხვედრაში მისთვის სასურველ დროს“, - მისწერა კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრებს. ამავე ცნობით, რუბიოს ჯერ არ უპასუხია წერილზე.

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-თან ურთიერთობის განხილვას 27 იანვარს აპირებენ ბრიუსელში. ტრამპი არ მალავს უკმაყოფილებას ევროკავშირის მიმართ და მას აშშ-ის მიმართ „ძალიან, ძალიან" უსამართლო მოპყრობას აბრალებს ვაჭრობის სფეროში.

კალასს რუბიოსთან არ უსაუბრია. სახელმწიფო მდივანმა თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მხოლოდ პოლონელ კოლეგასთან გამართა სატელეფონო საუბარი.

ტრამპის პირობამ, რომ ომს დაასრულებს უკრაინაში, შეაშფოთა კიევი და მისი ევროპელი მოკავშირეები, რადგან ისინი არ გამორიცხავენ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი კიევის მხარდაჭერას შეწყვეტს და აიძულებს უკრაინას, რუსეთთან მტკივნეულ დათმობებზე წავიდეს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Стефанос Циципас

Стефанос Циципас философски прокомментировал поражение Бадосы от Соболенко на AO-2025






Личная армия "гламурного генерала": Как берегли Тимура Иванова и что нашли у него дома?

Надрез на любовь. Москвички меняют судьбу операциями на ладони

Минстрой изменит порядок оплаты отопления

На северо-западе Москвы благоустроили Сходненскую набережную для прогулок