Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28
29
30
31

აშშ-ში მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვეს

0
აშშ-ში მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვეს, ნათქვამია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე.


„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, მექსიკის ყურეს ოფიციალურად დაერქმევა ამერიკის ყურე, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს კვლავ ერქმევა მაკ-კინლის მთა“, იტყობინება უწყება.


ცვლილებები მიზნად ისახავს შეერთებული შტატების მემკვიდრეობის შენარჩუნებას და „უზრუნველყოფს, რომ ამერიკელების მომავალი თაობები პატივს სცემდნენ ჩვენი გმირების მემკვიდრეობას და ერის ისტორიულ ფასეულობებს“, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე.


იგი აღნიშნავს, რომ ყურეს აქვს „ცენტრალური მნიშვნელობა ერისთვის“, როგორც „კრიტიკულ არტერიას ამერიკის ვაჭრობის, ენერგიის წარმოებისა და საზღვაო ინდუსტრიებისთვის“.






უილიამ მაკ-კინლიმ, რომელიც 1897 წლიდან 1901 წლამდე იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი, „ჩვენი ქვეყანა უფრო გაამდიდრა ტარიფებისა და საკუთარი ნიჭის წყალობით - ის ბუნებით ბიზნესმენი იყო“, თქვა ტრამპმა. ალასკაში მთას მაკ-კინლის სახელი ეწოდა 1917 წელს, 2015 წელს კი მწვერვალს დაარქვეს დენალი, რაც ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ენაზე „მაღალს“ ნიშნავს.


Reuters-ი აღნიშნავს, რომ მექსიკის ყურის სახელის ცვლილება საერთაშორისო დონეზე არ იქნება აღიარებული. მექსიკამ, რომელიც შეერთებული შტატების მსგავსად ესაზღვრება ყურეს, თქვა, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სახელი ასობით წლის განმავლობაში გამოიყენება საზღვაო ნავიგაციაში.


მანამდე მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა ხუმრობით წამოაყენა წინადადება, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილს, რომელიც დღევანდელი შეერთებული შტატების მნიშვნელოვან ტერიტორიას მოიცავს, „მექსიკური ამერიკა“ დაერქვას, როგორც ეს იყო 1607 წლის რუკებზე.


ასევე ტრამპმა „ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“ არაერთხელ განაცხადა პანამის არხზე და გრენლანდიაზე თავისი პრეტენზიები.








 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Мэдисон Киз

Мэдисон Киз выиграла Australian Open






Бастрыкин поручил возбудить дело после нападений банды подростков в Краснодаре

Новые поезда метро получат сверхпрочные стекла уже в 2025 году

Хирург по ошибке удалил здоровую часть мениска гимнастке из Москвы Лале Крамаренко