ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებში საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება. ასევე ჩატარდება შეხვედრები აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან.
დელეგაციის შემადგენლობაშ არიან თბილისის მერი კახა კალაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეც.