Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28
29
30
31

ომბუდსმენს კონფიდენციალური ინფორმაციის გათქმაში ადანაშაულებენ

0
აქტივისტები და ოპოზიციის წევრები საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს ადანაშაულებენ კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებაში და ძალადობის მსხვერპლთათვის საფრთხის შექმნაში. ომბუდსმენმა ტელევიზიით გამოსვლისას დაასახელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ადგილმდებარეობის დადგენა.


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერვიუ ციფრული პლატფორმებიდან წაშალა.


“ადგილმდებარეობის მინიშნებაც კი საკმარისია ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული კრიმინალებისთვის, რომ მსხვერპლების მოძიება  დაიწყონ მათი, როგორც მოწმეების ფიზიკურად განადგურების მიზნით” - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ლაპიაშვილმა, თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, რომელიც  წარსულში შსს-ს ევროპული ინტეგრაციის განყოფილების უფროსი იყო ტრეფიკინგის რეფორმის ჩატარებაში იყო ჩართული.


ოპოზიციის წევრები სახალხო დამცველის გადადგომას ითხოვენ. ეს ინტერვიუ „ლევან იოსელიანი, ჩემი აზრით, უნდა გადადგეს“ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა და თქვა, რომ ეს ინტერვიუ „დემონსტრირება იყო იმის, რომ ამ ადამიანს საერთოდ ადამიანის უფლებების დაცვის არ სწამს“.  


თავად სახალხო დამცველი კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებას უარყოფს და ამბობს, რომ მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა „აბსოლუტურად ხელოვნურად ატეხილი“ აჟიოტაჟია.


„ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემს მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი" - განაცხადა ლევან იოსელიანმა პირველი არხის ეთერში.


ნინო ლაპიაშვილის თქმით ამ ინტერვიუს შემდეგ "იოსელიანი უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას და გამოძიება დაიწყოს", თავშესაფრის ბენეფიციარები ახალ, გასაიდუმლოებულ, დაცულ ადგილას უნდა გადაიყვანონ და უნდა შეიქმნას ახალი თავშესაფარი.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева вошла в топ‑10 чемпионской гонки WTA






Собянин: в Москве четыре поликлиники по новому стандарту открылись в январе

ФАС России выявила крупный сговор в сфере здравоохранения

Губернатор поблагодарил Волошина за добросовестную работу на посту главы Химок

Венгрия увязывает продление санкций с гарантиями ЕС по энергетике