სტოკჰოლმის მცხოვრები მანქანით შეიჭრა რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე
ინციდენტი 28 იანვარს დილით მოხდა. დაკავებული კაცი 45 წლისაა. როცა პოლიცია ადგილზე მივიდა, ის ავტომობილში იჯდა, ამიტომ, როგორც აღნიშნავენ, ის სწრაფად დააკავეს.
დაწყებულია წინასწარი გამოძიება საცხოვრებელ შენობაში შეღწევის ფაქტთან დაკავშირებით. პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი მოქმედების მოტივი არ დაუდგენიათ, მანქანაში კი ვერაფერი საეჭვო ვერ იპოვეს.
რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ საელჩოს „ჭიშკრის განგრევა“ სცადა „შვედეთში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უკრაინის მოქალაქემ“. საელჩოს სერიოზული ზარალი არ განუცდია.
„2015 და 2018 წლებში მან უკვე განახორციელა თავდასხმები შვედეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობაზე, აღიარებულ იქნა ფსიქიკურად არაადეკვატურად, ხელისუფლებამ ის შესაბამის მკურნალობაზე გაგზავნა,“ განაცხადა რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ.
2024 წლის ნოემბერში სტოკჰოლმში რუსეთის საელჩოს დაუდგენელმა დრონმა გადაუფრინა და კომპლექსის ტერიტორიაზე საღებავი ჩამოაგდო.