Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
31

ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ის საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემის შექმნის შესახებ

0

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ის ტერიტორიაზე ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის შესახებ.

დოკუმენტში ლაპარაკია ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიპერბგერითი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების საფრთხეზე. სისტემა დოკუმენტში მოიხსენიება, როგორც „რკინის გუმბათი", ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის მსგავსად.

მაგრამ აშშ-ის სისტემები, ტექსტის თანახმად, ბევრად უფრო ფართო უნდა იყოს. მან უნდა დაიცვას აშშ-ის ტერიტორია რაკეტების და ყველა ტიპის საჰაერო თავდასხმისაგან. ტრამპის განკარგულება გულისხმობს სათვალთვალო კოსმოსური თანამგზავრების, კოსმოსური გადამტაცი აპარატების განთავსებას, პრევენციული დარტყმის საშუალებების შემუშავებასა და მათი ელემენტების წარმოების ქსელის მხარდაჭერას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა აშშ-ში, ისევე როგორც ნატოს წევრ ქვეყნებში, გამანადგურებელი ავიაციის საჰაერო სამიზნეების გადატაცებაზე იყო მიმართული. საბჭოთა სისტემა ანტისარაკეტო სახმელეთო სისტემებს ეყრდნობოდა.

ტრამპის განკარგულების თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ 60 დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს სისტემის გარდაქმნის გეგმა.

ამგვარი ფართო და ძვირადღირებული პროექტების ამოქმედება, ჩვეულებრივ, კონგრესის გადაწყვეტილებით ხდება ხოლმე.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Тренер Абашкин заявил, что Соболенко удивила поражением в финале АО-2025






Возбуждено уголовное дело о мошенничестве в отношении бывшего административно‑тренерского состава сборной России по прыжкам в воду

Два воздушных судна 30 января в аэропорту Владивостока прилетают и вылетают вне графика

Собянин рассказал о востребованности московских медицинских сервиов в регионах

"Арсенал" автоматически квалифицировался в 1/8 финала Лиги Чемпионов