ანდრი სიბიჰასა შესაძლოა მარკო რუბიოს შეხვდეს პარიზში
Reuters-ის თანახმად, შეხვედრა პარიზში შედგება 12 თებერვალს, მასზე უკრაინაში მიმდინარე ომზე იმსჯელებენ. სააგენტოს თანახმად, მასში რუბიოს მონაწილეობა ჯერ არ არის დადასტურებული.
სიბიჰას მიწვევის შესახებ მონაცემებს ადასტურებენ უკრაინის მედიასაშუალებები, მათ შორის „ინტერფაქს-უკრაინა“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი „სუსპილნე“.
როგორც BBC შენიშნავს, თუკი შეხვედრა შედგება, ეს შეიძლება იყოს უკრაინის წარმომადგენელთა მონაწილეობით უმაღლესი დონის პირველი მოლაპარაკებები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, რომელსაც დონალდ ტრამპი უდგას სათავეში.