Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025

Financial Times-ი: ევროკავშირში რუსეთის გაზის შესყიდვის განახლებას განიხილავენ

0
ევროკავშირის რიგი ქვეყნების ოფიციალური პირები განიხილავენ ევროპაში რუსული გაზის მიწოდების აღდგენის შესაძლებლობებს, როგორც უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სავარაუდო სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს.


ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი, მაღალი თანამდებობის მქონე წყაროებზე დაყრდნობით. FT-ს მონაცემებით, ეს აზრი წამოაყენა გერმანიისა და უნგრეთის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, ევროკავშირის რიგი სხვა ქვეყნების მხარდაჭერით.


ისინი ამას განიხილავენ, როგორც შესაძლებლობას, დასწიონ ევროპის ბაზარზე ენერგიის ფასი, რომელიც საგრძნობლად გაიზარდა უკრაინაში ომის განმავლობაში და რომლის ერთ-ერთი შედეგი გახდა რუსული გაზის იმპორტის მკვეთრი შემცირება ევროპაში.


ამასთანავე, რუსეთიდან გაზის იმპორტის აღდგენის გეგმების მიმართ მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინის მიმართ ყველაზე აქტიური მხარდაჭერით გამოირჩევიან. FT არ ასახელებს კონკრეტულ ქვეყნებს, მაგრამ სავარაუდოდ, საუბარია პოლონეთზე, ბალტიის ქვეყნებზე, ფინეთსა და შვედეთზე.


გამოცემას ერთ-ერთი ამ ქვეყნის წარმომადგენლის სიტყვები მოჰყავს: "ეს სიგიჟეა! რა იდიოტი უნდა იყო, რომ თუნდაც იფიქრო ამაზე, როგორც შესაძლო ვარიანტზე?".


გაზეთი აღნიშნავს, რომ მსგავსმა გეგმებმა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ამერიკელი ექსპორტიორების შეშფოთებაც გამოიწვია, რომლებმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზარდეს ამ ნედლეულის ევროპაში მიწოდება. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროკავშირს ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ ევროკავშირის ქვეყნები არ დათანხმდებიან მეტი ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის შეძენას.


ომამდე რუსეთიდან მილსადენით შეტანილი გაზი შეადგენდა ევროკავშირში გაზის მთლიანი მიწოდების დაახლოებით 40%-ს, გერმანია იყო ყველაზე დიდი იმპორტიორი. 2022 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებმა შეამცირეს დამოკიდებულება რუსულ გაზზე და გადავიდნენ აშშ-დან, ნორვეგიიდან და კატარიდან მიწოდებულ გაზზე, რამაც დააკარგვინა რუსეთს წაყვანი  პოზიცია ევროპის გაზის ბაზარზე.


ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსული გაზის მიწოდება საზღვაო გზით, მაგრამ ვერ შეძლო მილსადენის გაზზე მთლიანად უარის თქმა, რადგან ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, კერძოდ სლოვაკეთი და უნგრეთი, მასზე არიან დამოკიდებული.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Российский теннисист Медведев покинул топ-5 рейтинга ATP






Стала известна программа зимнего фестиваля Башмета в Сочи

Comedy Radio – можно всех послушать

Производства промышленного оборудования и другой высокотехнологичной продукции локализуют в промпарке «Сенькино»

«Фонбет» подал иск на Анохина из-за дискредитации репутации на 100 миллионов