Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Январь
2025

შვედეთში მოკლეს ლტოლვილი, რომელიც ყურანის დაწვის აქციებს აწყობდა

0

შვედეთში საკუთარ სახლში მოკლეს ერაყიდან ლტოლვილი სალვან მომიკა, ორგანიზატორი აქციებისა, რომლებზეც საჯაროდ წვავდნენ ყურანს - მუსლიმთა წმინდა წიგნს.

38 წლის მომიკა ქალაქ სედერტალეში მოკლეს რამდენიმე საათით ადრე, სანამ განაჩენს გამოუტანდნენ ეთნიკური და ეროვნული ჯგუფის წინააღმდეგ წაქეზების მუხლით - იტყობინება შვედეთის ტელეარხი SVT.

მომიკას გარდა, საქმეში გადის კიდევ ერთი პირი. განაჩენის გამოტანა გადაიდო.

მეორე ბრალდებულმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შემდეგი მე ვიქნები“.

პოლიცია მომიკას მკვლელობის საქმეს (ოფიციალურ ცნობებში მის ვინაობას არ ასახელებენ) იძიებს. შვედეთის მედიის თანახმად, ის 30 იანვარს საკუთარ ბინაში მაშინ მოკლეს, როცა სოცქსელის, TikTok-ის ცოცხალ ეთერში იყო. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ვერსია იმაზე, ვის შეეძლო ჩაედინა დანაშაული.

სალვან მომიკამ პოლიტიკური თავშესაფარი შვედეთში მოიპოვა. ის საკუთარ თავს ათეისტს უწოდებდა და მკვეთრი ანტიისლამური განცხადებით გამოდიოდა. 2023 წელს მან მოაწყო რამდენიმე აქცია, რომელთა დროსაც ყურანი დაწვა. ამას მოჰყვა მძაფრი რეაქცია მუსლიმანური ქვეყნებიდან და ტერაქტების მუქარა რადიკალური ისლამისტების მხრიდან.

თურქეთი ამ აქციებს იმიზეზებდა, როცა ნატოში შვედეთის შესვლის პროცესს ამუხრუჭებდა. 2023 წელს შვედეთმა მომიკას დეპორტაცია გადაწყვიტა იმ მიზეზით, რომ მან განაცხადის შეტანის დროს იცრუა, მაგრამ გადაწყვეტილება არ განხორციელებულა, რადგან მას სამშობლოში წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრებოდა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Российский теннисист Медведев покинул топ-5 рейтинга ATP






Стив Уиткофф: восстановление сектора Газа может занять до 15 лет

«Аншлаги»: в Театре сатиры вежливо ответили жене Петросяна

Хоккеисты нижегородского «Торпедо» в столице уступили «Динамо»

Турецкая актриса Ханде Эрчел заинтересовалась творчеством актера Борисова